ნაკლებად ცნობილი სასმელი, რომელიცხსნის ხველას და წარმატებით უმკლავდება ბრონქების ანთებას! ამის ცოდნა ყველას სჭირდება!
როცა ბრონქების მკურნალობას ვიწყებ ხოლმე ამ წამლით, ნერვებიც მიწყნარდება, თავს კარგად ვგრძნობ. ახლახან წავიკითხე ერთ-ერთ წიგნში, თურმე, დინდგელი ნერვული სისტემის დაავადებების სამკურნალოდაც გამოიყენება. ასე რომ, ეს საშუალება ერთდროულად ორ პრობლემას მიგვარებს.
ნაყენის მომზადების რეცეპტი ასეთია:
- 1 ჩ/ჭ ადუღებული ნატურალური რძე
- თანდათანობით დაასხით დაქუცმაცებულ დინდგელს
- და თან 10 წუთი ხის კოვზით ურიეთ.
- შემდეგ რძე გაწურეთ ოთხფა დოლბანდში
- და ნაყენი ჩაასხით შუშის ქილაში.
- გაციებისას რძის ზედაპირზე ცვილის ფენა წარმოიქმნება, რომელიც ფრთხილად უნდა მოაშოროთ.
- ნაყენი უნდა სვათ თითო ს/კ 2-3-ჯერ დღეში,
- ჭამიდან 1/2-1 საათის შემდეგ.
- შეინახეთ მაცივარში, მაგრამ ცივს ნუ დალევთ.
- მკურნალობის კურსი 3 კვირაა, ზოგჯერ 2 კვირაც საკმარისია.
დინდგელიან რძეს ბავშვები კარგად სვამენ, ჩემთვის კი სპირტიან ნაყენს ვამზადებ. იგი უფრო მოსახერხებელია იმ მხრივ, რომ დიდხანს ინახება და თან შეიძლება გამოიყენოთ, მაგალითად, გაციების, ანგინის და ანთების დროს ყელში ან პირში გამოსავლებად.
- მუქი ფერის ბოთლში ჩაასხით 0,5 ლ სამედიცინო სპირტი,
- ჩაყარეთ 100 გ დაქუცმაცებული დინდგელი
- და ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავი.
- დადგით 10-14 დღე ბნელ, თბილ ადგილას
- და დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ,
- რათა დინდგელი კარგად გაიხსნას.
- ჭურჭლის ძირზე წარმოიქმნება ნალექი.
- გადაწურვა აუცილებელი არ არის.
- ნაყენი შეინახეთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ძალიან კარგია მისი მიღება იმისათვის, რომ უკეთესობა იგრძნოთ. ანგინის დროსაც. საკმარისია დღეში 3-4-ჯერ ჭამის შემდეგ დალიოთ 30-40 წვეთი, რომ გამოკეთდეთ.
ექიმის კომენტარი:
დინდგელი ფუტკრის პროდუქტია. მის შესახებ ადრეც გვისაუბრია, ამიტომ ამჯერად მოკლედ გეტყვით, რომ მას უნიკალური ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილთა რეგენერაციული, ლორწოვანი გარსების აღმდგენი და სხვა მრავალი სასარგებლო თვისება აქვს.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის!
ჩვენი მიზანია, დაგეხმაროთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში!
გისურვებთ ჯანმრთელობას!