ასეთი გემრიელი ლიმონის ნამცხვარის რეცეპტი საქართველოში არავინ იცის – დესერტი 30 წუთში

1838
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ამ უგემრიელესი და მსუბუქი დესერტის გამოსაცხობად სულ რაღაც ნახევარი საათი გეყოფათ. ისიამოვნეთ მარტივი და გემრიელი რეცეპტით:

ლიმონის ნამცხვარი

ინგრედიენტები:

• 250 გრამი არაჟანი
• 110 გრამი კარაქი
• 0.5 ჩ/კ სოდა
• 2 ჭიქა ფქვილი
• 1.5 ცალი ლიმონი
• 1 ჭიქა შაქარი
• შაქრის პუდრა
• 1 ცალი კვერცხის გული

მომზადება;

  1. დაუმატეთ არაჟნიან სოდას მდნარი კარაქი და მოურიეთ ამ მასას კარგად, რათა ერთმანეთს კარგად შეერიოს

2. აღნიშნულ ნარევს არევის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი პატარა პორციებით. ამის შემდეგ მისი საშუალებით მოზილეთ ცომი და გაყავით იგი რამდენიმე ნაწილად.

3. ნაჭრებად დაჭრილი ლიმონი ათქვიფეთ ერთ ჭიქა შაქართან ერთად ბლენდერში.

4. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ და მასში შედეთ კარაქ წასმული საცხობის ფორმა, რომლის მთელ ზედაპირზეც დაადებთ გაბრტყელებულ ცომს.

5. გადაუსვით მომზადებული შიგთავსი ფორმაში მოთავსებულ ცომს

6. როდესაც ცომს მთლიანად დაფარავთ საგულე მასალით, დააფარეთ მას თავზე ცომის მეორე ნახევარი, რომელსაც ზემოდან შემდეგ კვერცხის გულს წაუსვავთ.

7. აუცილებლად გაუკეთეთ ცომის ზედაპირს რამდენიმე ადგილას ნახვრეტი ჩანგლის დახმარებით.

8. უგემრიელესი ნამცხვარი 30 წუთში იქნება მზად, შემდეგ კი შეგიძლიათ მას შაქრის პუდრაც მოაყაროთ და გემრიელად მიირთვათ.

frenis kompensacia
frenis kompensacia