ბლინების ასე გაკეთება ჯერ არ გიცდიათ! ეს მოსახერხებელი მეთოდი აუიცლებლად უნდა სცადოთ!

4863
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

თუ თქვენ გიყვართ ბლინები, მაშინ ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა. მოგეხსენებათ, ბლინების მომზადების პროცესის ყველაზე რთული ნაწილი- დასვრილი ჭურჭლის გარეცხვაა, ჩვენი რჩევის გათვალისწინებით კი, ამ პრობლემას მარტივად აუვლით გვერდს. ამისთვის თქვენ მხოლოდ ცარიელი ბოთლი დაგჭირდებათ.

» ინგრედიენტები:

• 2 კვერცხი
• 10 ს/კ ფქვილი
• 3 ს/კ შაქარი
• 3 ს/კ მცენარეული ზეთი
• 0,5 ჩ/კ მარილი
• 600 გ რძე

» მომზადება:
1. აიღეთ პლასტმასის სუფთა ბოთლი ( 1.5 ლ ტევადობის) და ჩადეთ მასში ძაბრი, ჩაყარეთ ყველა ინგედიენტი, დაახურეთ ბოთლს თავსაფარი.

2. შემდეგ კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, რათა ყველა ინგრედიენტი კარგად აირიოს. ეს მიქსერის შესანიშნავი ალტერნატივაა.

3. ტაფა კარგად გააცხელეთ და წაუსვით ზედაპირზე მცენარეული ზეთი.

4. ბოთლიდან საჭირო რაოდნეობის მასის გადმოსხმა ძალიან მარტივია.

5. თუ თქვენ ზედმეტი ცომი მოგრჩებათ, მარტივია მისი მაცივარში შენახვაც.

თუ თავსაფარზე ნახვრეტს გააკეთებთ, თქვენ შეძლებთ სხვა და სხვა ფიგურის მოხატვას და ულამაზესი ბლინების მარტივად ცხობას.

ეს მოსახერხებელი რეცეპტი და მეთოდი ნამდვილად შეგიცვლით ტრადიციულ ბლინების ცხობის პროცესს.

frenis kompensacia
frenis kompensacia