მხოლოდ ორი კომპონენტისგან შემდგარი ეს სამკურნალო საშუალება გაგათავისუფლებთ ართრიტისგან! –  ფასდაუდებელი რეცეპტი!

327

მხოლოდ ორი კომპონენტისგან შემდგარი ეს სამკურნალო საშუალება გაგათავისუფლებთ ართრიტისგან! –  ფასდაუდებელი რეცეპტი!

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული სისტემური ანთებითი დაავადებაა, რომელიც ორგანიზმის მრავალ ქსოვილსა და ორგანოს აზიანებს, უმთავრესად კი სახსრების სინოვიურ გარსებს. დაავადება აუტოიმუნური ბუნებისაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ რევმატოიდული ართრიტის დროს იწყება ანტისხეულების წარმოქმნა საკუთარი ჯანსაღი ქსოვილების, უმთავრესად სახსრების სინოვიური გარსის მიმართ.

რევმატოიდული ართრიტი შეიძლება გამოვლინდეს პრაქტიკულად ნებისმიერი სახსრის დაზიანებით, მაგრამ უმეტესად ზიანდება მტევნის, ზოგჯერ ტერფის წყვილი სახსრები. ტკივილი უმეტესად სიმეტრიულია, დაავადების სიმპტომია სახსრებში შებოჭილობა, რაც მაქსიმალურად არის გამოხატული დილის საათებში, ხოლო დღის პირველი ნახევრის შემდეგ თანდათან მცირდება, თუმცა აღნიშნული სიმპტომი ნებისმიერი ართრიტის დროს შეიძლება განვითარდეს.

საზოგადოდ, რევმატოიდული ართრიტის დროს ინვალიდობის რისკი მაღალია, განსაკუთრებით დაავადების დაგვიანებული დიაგნოსტიკისა და არაადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში.

მსურს გაგიზიაროთ პირადი გამოცდილება

მქონდა ტკივილები თეძოს არეში. ექიმმა დამისვა მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთების დიაგნოზი. დამინიშნეს ისეთი საცხით დაზელვა, რომელიც მიცხელებდა მტკივან ადგილს. ამასთან ერთად ვისვამდი ხრტილის აღმდგენ წამლებს თითქმის 3 თვის განმავლობაში.

მდგომარეობა საგრძნობლად მხოლოდ მას შემდეგ გამიუმჯობესდა, რაც არყის ფოთლებით დავიწყე მკურნალობა.

რეცეპტი:

  • არყის ფოთლები დაორთქლეთ მდუღარე წყლის ორთქლით,
  • შემდეგ სველივე გაახვიეთ დოლბანდის ანტილოს ნაჭერში
  • და დაიფინეთ მტკივან სახსარზე.
  • შეიხვიეთ მშრალი ნაჭრით
  • და გაიჩერეთ რამდენიმე საათი.

ასეთი პროცედურები ჩავიტარე 10-ჯერ და ტკივილმაც გამიარა, სახსარიც თითქოს გამეხსნა.

ასევე, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სახსრებზე, ხერხემალსა და სისხლძარღვებზე ძალიან კარგად მოქმედებს წყლის პროცედურები. დავიწყე ცურვაზე სიარული და, ასაკის მიუხედავად, თითქოს ხელახლა დავიბადე.

თავს ახალგაზრდულად ვგრძნობ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ სახსრების ანთების გამწვავების პერიოდში არ შეიძლება გრილ წყალში ჩასვლა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ არყის ხე საქართველოს მაღალმთიან ადგილებში საკმაოდ ვრცელებული და ადვილად ხელმისაწვდომია!

ჯანმრთელობას გისურვებთ!

ჩვენს მიერ შემოთავაზებული ყველა რეცეპტი შედგება ნატურალური ინგრედიენტებისგან და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანთა ჯანმრთელობისთვის!

Facebook კომენტარები