ბუნების ფასდაუდებელი საჩუქარი: ეს სასმელი თავიდან აგაცილებთ ჩიყვს! 

2656

ბუნების ფასდაუდებელი საჩუქარი: ეს სასმელი თავიდან აგაცილებთ ჩიყვს! 

ბოლო ხანს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საქართველოს მოსახლეობისთვის მეტად აქტუალურ პრობლემად იქცა. ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებაა. ის შეიძლება იყოს დიფუზური, კვანძოვანი და შერეული. პაციენტები ფარისებრი ჯირკვლის ყოველგვარ დაავადებას ჩიყვს უწოდებენ, ეს კი შეცდომაა.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს ყოველთვის არ ახლავს თან ამ ორგანოს გადიდება. ამ შემთხვევაში ჩიყვზე საუბარი უადგილოა. ამ ორგანოს დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტია.

ასევე შესაძლოა, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია გამოწვეული იყოს თირეოიდული ჰორმონების სინთეზში მონაწილე ფერმენტული სისტემების თანდაყოლილი დეფექტით, ეთნიკური ან გენეტიკური განწყობით, სტრესული და სხვა ეგზოგენური ფაქტორებით, მაგალითად, თამბაქოს მოხმარებით.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პალპაციის მონაცემებს, ჰორმონულ და ექოსკოპიურ კვლევებს. ამის შემდეგ, საჭიროებისამებრ, ინიშნება სხვა, დამატებითი გამოკვლევებიც. ჰორმონული გამოკვლევის გარეშე შეუძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის შეფასება, სუბკლინიკური ფორმების დიაგნოსტირება.

ექოსკოპიური კვლევა ყველაზე მარტივი, უსაფრთხო და არაინვაზიური მეთოდია. მისი მეშვეობით ზუსტად განისაზღვრება ფარისებრი ჯირკვლის ზომები, კვანძოვანი წარ- მონაქმნების არსებობა, მათი ზომები და ქსოვილის სტრუქტურა.

 დამისვეს დიაგნოზი: პირველი ხარისხის შერეული ჩიყვი.

გაგიზიარებთ ჩემს რეცეპტს და მომზადების წესს:

  • 14 ცალი კაკალი,
  • გარეცხეთ,
  • გააშრეთ,
  • დაამტვრიეთ,
  • უღელი შეინახეთ,
  • ნიგოზი მიირთვით.
  • ნაჭუჭი შეახვიეთ სქელ ნაჭერში და
  • ჩაქუჩით კარგად დანაყეთ.
  • შემდეგ ჩაყარეთ ქილაში,
  • დაასხით 0,5 ლ არაყი,
  • დაახურეთ თავსახური და
  • დადგით ბნელ,
  • თბილ ადგილას 7 დღის განმავლობაში.
  • შემდეგ გადაწურეთ,
  • ჩაასხით მუქი ფერის ბოთლში
  • და შედგით მაცივარში.

სვით დილაობით უზმოზე თითო სადილის კოვზით. მე თვითნებურად გავზარდე დოზა და დღეში 3-ჯერ ვსვამდი ჭამამდე ერთი საათით ადრე, ერთი თვე. ჩიყვის გარდა ნაყენი შველის  ბრონქებს, მარილებს.

 მრავალკვანძოვანი ჩიყვის სკმაურნალოდ:

  • ერთ ჭიქა კაკლის უღელს
  • დაასხით 0,5 ლ არაყი,
  • აურიეთ და მჭიდროდ დაახურეთ ხუფი.
  • დადგით გრილ, ბნელ ადგილას
  • 30 დღის განმავლობაში.

მიიღეთ დილით, უზმოზე თითო ს/კ, ადგომამდე 1-2 საათით ადრე. არც წყალი მიაყოლოთ და არც საჭმელი. ნაყენის ეს რაოდენობა მკურნალობის ერთი კურსისთვისაა განკუთვნილი. ერთი კურსის შემდეგ 10-15 დღე უნდა დაისვენოთ. შემდეგ ისევ გაიმეოროთ. ასე ვაგრძელებ 2 წელია.

რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულმა წამლებმაც მიშველა, მაგრამ, ალბათ, ასეთი შედეგი ჩემი მცდელობის დამსახურებაცაა.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia