საუკეთესო სახის ნიღაბი სახლის პირობებში! მოამზადე თავად და დაზოგე ფულიც!

353

საუკეთესო სახის ნიღაბი სახლის პირობებში! მოამზადე თავად და დაზოგე ფულიც!

სახეზე გამონაყარი ცხოვრების წესზე მეტყველებს

ალკოჰოლი და მსგავსი მავნე ჩვევები ყველაზე ხშირად უწევს პროვოცირებას გამონაყარს. ალკოჰოლის ზემოქმედებით ფართოვდება კანის კაპილარები, ვითა დება ვენური შეგუბება, ირღვევა კანის კვება და იცვლება კანის ნორმალური მიკრო ფლორა, რაც საგრძნობლად ასუსტებს უჯრედების იმუნიტეტს და სხეულის გარეგან საფარველს პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის იოლად შესაღწევს ხდის.

კანი იღებს მოლურჯო ელფერს, ალაგ-ალაგ წითლდება, ადრე ნაოჭდება და გამონაყარით იფარება. ასევე მოქმედებს ნარკოტიკებიც, რომლებიც კანს ფიტავს, აყვითლებს და მიწისფერს სძენს.

განსაკუთრებით დიდ ზიანს კი კანს თამბაქო აყენებს. გამოფიტვისა და გამოშრობის პასუხად, პათოლოგიური ცვლილებების შესაჩერებლად, ორგანიზმში ამოქმედდება საკომპენსაციო მექანიზმები და იმაზე მეტი ცხიმის გამოყოფა იწყება, ვიდრე საჭიროა, რასაც საბოლოოდ სებორეამდე, აკნემდე და კანის სხვა, მეტად სერიოზულ დაავადებებამდე მივყავართ.

მოგეხსენებათ, ყველა ქალს მოწევის თავისებური მანერა აქვს, რაც გარკვეული მიმიკის თანხლებით ხორციელდება. მრავალჯერადად განმეორებისას ეს მიმიკები სახის იმ ადგილებზეც აჩენს ნაოჭებს, სადაც ისინი, ჩვეულებრივ, არ ვითარდება. ასე რომ, თუ გსურთ დიდხანს იყოთ ახალგაზრდა და მომხიბლავი, ცხოვრების ჯანსაღი წესი საუკეთესო გამოსავალია.

უკვე 55 წლის ვარ, მაგრამ დიდ ყურადღებას ვუთმობ გარეგნობას. ზოგიერთის აზრით, ხანში შესული ქალი მომხიბლაობას კარგავს. არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ქალი სიბერეშიც უნდა ზრუნავდეს გარეგნობაზე. ამისთვის საჭირო არ არის დიდი დრო და ფული. მე სოფელში ვცხოვრობ და მხოლოდ ნატურალურ კოსმეტიკას ვიყენებ.

ბუნებაში უამრავი საშუალებაა, რომელთა გამოყენება იოლი საქმეა. მინდა გასწავლოთ სახის კანის გამაახალგაზრდავებელი საშუალება.

მომზადების წესი:

  • 2 ს/კ მოხარშული გოგრა კარგად დასრისეთ,
  • დაუმატეთ 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • და ეს ნიღაბი დაიდეთ სახეზე 20 წუთის განმავლობაში.

შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. თუ რეგულარულად გაიკეთებთ, ნიღაბი დაგირბილებთ კანს და გაგისწორებთ ნაოჭებს. ეს პროცედურა ძალიან მარტივად შესასრულებელია, შედეგი კი განსაცვიფრებელი.

ჩემი სახის კანი ყველას აოცებს და როცა საკუთარ ასაკს ვამხელ ხოლმე, არავინ მიჯერებს. ყველას ვურჩევ, დღეში ერთხელ მაინც დაუთმოს საკუთარ გარეგნობას 15-20 წუთი, სამაგიეროდ, მიიღებთ ახალგაზრდულ ენერგიას, ხალისს, რაც აუცილებელია ყოველ- დღიური საქმიანობისათვის.

frenis kompensacia
frenis kompensacia