სამხედრო ექიმის რეცეპტი, რომელიც სულ რაღაც 7 დღეში მოგიხსნით სახსრების ტკივილს!

5442

სამხედრო ექიმის რეცეპტი, რომელიც სულ რაღაც 7 დღეში მოგიხსნით სახსრების ტკივილს!

დღეს ძალიან გავრცელებულია ისეთი დაავადებები, როგორიცაა ოსტეოქონდროზი და სახსრების დაზიანება, ხალხში მარილების დაგროვებას რომ უწოდებენ. საკუთარი დაკვირვებით მივხვდი, რომ ეს დაავადებები ჩვენი სიზარმაცის ბრალია. ჩემი 28 წლის ქალიშვილი მთელი დღე უმოძრაოდ ზის კომპიუტერთან და აზრადაც არ მოუვა, რომ  რომ დატვირთოს სხეული, აამუშაოს სახსრები და კუნთები.

ორგანიზმისთვის მოძრაობაა საჭირო. ასე იქცევა ახალგაზრდების უმრავლესობა. ჩემი გოგონა უკვე ხან წელს იტკივებს, ხან სახსრებს, ხან კისერს. გადავწყვიტე, დავხმარებოდი და მოვუმზადე მცენარეული წამლები, რომლებითაც თავად მოვირჩინე წლების წინათ სახსრების ტკივილი:

  • 2ს/კ კაპუეტას ნედლ ფესვებს დაასხით
  • იმდენი წყალი, რომ დაიფაროს,
  • წამოადუღეთ ერთი წუთით.
  • სითხე გადაღვარეთ ის ძალიან მწარეა.
  • ფესვები დააქუცმაცეთ და
  • ისევ დაასხით 700 მლ წყალი,
  • ადუღეთ იმდენი, რომ წყალი 0,5 ლიტრამდე დაიყვანოთ.
  • ამის შემდეგ დაუმატეთ
  • დანამცეცებული 2 ს/კ ძირტკბილის ფესვები,
  • თავდახურული შეაგრილეთ,
  • გადაწურეთ.

ნახარში უნდა სვათ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი სამი კვირაა. ამის შემდეგ ორი კვირა ისვენებთ და ამზადებთ სხვა ნაყენს:

თანაბარი რაოდენობის პიტნის, შვიტის, ჭინჭრის, სამფერა იის, ბაბუაწვერას მიწისზედა ნაწილის, ძირას ნარევის 1 ს/კ-ს დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი.

სვით 1/2-1/2 ჭიქა ნახარში 2-3-ჯერ დღეში. ამ მკურნალობის ჩატარების შემდეგ, როგორც კი სახსრების ტკივილმა გამიარა, მაშინვე შევიცვალე ცხოვრების სტილი, დავიწყე აქტიური მოძრაობა, მეტს დავდიოდი ფეხით, ვცდილობდი, თავი არ ამერიდებინა ისეთი საქმიანობისათვის, რომელიც მეტ მოძრაობას ითხოვდა.

თავიდან ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე ისე შევეჩვიე ფეხით სიარულს, საკმაოდ შორ მანძილებზე დავდიოდი. ახლა სამოცს ვუახლოვდები და თავს 30 წლის გოგოსავით ვგრძნობ. ჩემს შვილსაც იგივე მკურნალობა ჩავუტარე და ამბობს, რომ მართლაც უკეთ არის. მაგრამ სიზარმაცეს ჯერ ვერაფერს უხერხებს,ისევ ჯდომა ურჩევნია მოძრაობას.

მოძრაობა კი სიცოცხლეა და თუ სხეულს მოადუნებთ, ყველა დაავადება ახალი ძალებით შემოგიტევთ. ვისაც სახსრები და ხერხემალი გაწუხებთ, ჩემი რჩევები გაითვალისწინეთ და მადლიერი დამრჩებით.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

frenis kompensacia
frenis kompensacia