მომხმარებლის ნაამბობი, როგორ დააღწია თავი სკლეროზს - ეფექტური რეცეპტები
გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის - თავისა და ზურგის ტვინის დაზიანებით მიმდინარე დაავადება
ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა იწყებს ბრძოლას საკუთარი ნერვული ბოჭკოების მფარავ გარსთან - მიელინთან, რაც არღვევს კავშირს ტვინსა და ნერვულ სისტემას შორის. საბოლოოდ, დაავადება იწვევს ნერვთა მდგომარეობის გაუარესებას, მათ შეუქცევად დაზიანებას.
გაფანტული სკლეროზის გამოვლინება შესაძლოა სხვადასხვა პაციენტის შემთვევაში ძალზე განსხვავებული იყოს. ის იცვლება დაავადების მიმდინარეობის დროსაც. კლინიკური მრავალფეროვნება დამოკიდებულია დაზიანებული ნერვული ბოჭკოების მდებარეობაზე.
გაფანტული სკლეროზის ზუსტი მიზეზი უცნობია. დღეს გაფანული სკლეროზი განიხილება აუტოიმუნურ დაავადებად. აუტოიმუნურია დაავადება, რომლის დროსაც პაციენტის იმუნური სისტემა იწყებს “ბრძოლას“ საკუთარი ქსოვილების წინააღმდეგ. გაფანტული სკლეროზის დროს იმუნური სისტემის სამიზნე მიელინის გარსი - თავისა და ზურგის ტვინის ნერვული ბოჭკოების მფარავი შრეა.
სანამ სკლეროზი მწვავე ფორმებს მიაღწევს, მნიშვნელოვანია მკურნალობა დაიწყოთ დროულად. ხალხური საშუალებები საუკეთესო საშუალებაა ამ პრობლემის გადასაჭრელად. მთავარია დროული იყოს ჩარევა. დღეს გაგიზიარებთ ორ რეცეპტს
პირველი რეცეპტი:
- 1 ს.კ. კაკლის ფოთოლი
- 1 ს.კ. ასკილის ნაყოფი
- 1 ს.კ. კრაზანა
- 2 ჩ.ჭ. მდუღარე წყალი.
ნარევს დაასხით მდუღარე წყალი, ჭურჭელს დაახურეთ თავსახური და შეფუთეთ. დააყენეთ 1 საათი. შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 1 ს.კ. 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ–ით ადრე.
მეორე რეცეპტი:
- 100 გრ. ნიორი
- 5 ცალი დაფნის ფოთოლი
- 1/2 ლ. ეთილის სპირტი (ან არაყი).
გასუფთავებული ნივრის კბილები შუაზე გაჭერით, შეურიეთ დაფნის ფოთოლს და დაასხით არაყი. ჭურჭელი დადგით ბნელ გრილ ადგილას 4 კვირით. შემდეგ მიიღეთ 1 ს.კ. ჭამამდე 1 საათით ადრე, დააყოლეთ 1/2 ჩ.ჭ. ახალი რძე.
პროცედურა გაიმეორეთ 20 დღის განმავლობაში. შემდეგ გააკეთეთ ერთ კვირიანი შესვენება და კურსი გაიმეორეთ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.