ნატურალური საშუალება სმენის გასაუმჯობესებლად! ეს ყველამ უნდა იცოდეს…

6491
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

სმენის დაქვეითება სერიოზული დაავადებაა და განკურნებას არ ექვემდებარება. საშინელებაა თანდაყოლილი სიყრუე, მაგრამ უფრო საშინელებაა, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი კარგავს სმენას.

სმენა შეიძლება დაქვეითდეს გაციების დროს. აუცილებელია ამ დროს მას სასწრაფოდ ვუმკურნალოთ და დავიცვათ ჰიგიენა. ყურის წმენდა აუცილებელია.

როგორ გავიუმჯობესოთ სმენა?

სმენის გასაუმჯობესებლად ხალხური მეთოდები გვეხმარება. გაეცანით ყველაზე ეფექტურ საშუალებებს:

1. თაფლი და დარიჩინი

თანაბარი პროპორციით შეურიეთ თაფლი და დარიჩინი. მიღებული მასა ყოველდღე უნდა ჭამოთ, საკმარისია 3 სუფრის კოვზი დღეში. ეს საშუალება დაგეხმარებათ, უფრო მახვილი სმენა გქონდეთ.

2. წითელი ღვინო და მწვანე ჩაი

წითელი ღვინო და ასევე მწვანე ჩაი უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ისინი იცავენ თმებს, რომლებიც ყურშია. ამ უკანასკნელის ფუნქცია კი უმნიშვნელოვანესია – ისინი ბარიერები არიან მიკრობებისთვის, რომლებიც სმენის დაკარგვას იწვევენ.

3. ნიორი

სიცილიაში ნიორი უნივერსალური საშუალებაა ყველა დაავადების სამკურნალოდ. სმენის გასაუმჯობესებლად ნივრის რამდენიმე კბილი გამოწურეთ, აურიეთ ზეითუნის ზეთში, შემდეგ მარლაში გაახვიეთ. ყოველდღე ორჯერ ყურში 3-4 წვეთი ჩაიწურეთ. აუცილებელია ამ პროცედურის მერე ყურები ბამბის ტამპონით დაფაროთ.

4. წითელი ხახვისა და ნივრის წვენი

შეურიეთ 30 მლ წითელი ხახვის წვენი და 30 მლ ნივრის წვენი ერთმანეთს. მიღებული ნარევი უნდა დალიოთ ყოველდღე რამდენჯერმე. შედეგს მალე შეამჩნევთ.
ასევე სასარგებლოა მასაჟიც, რომელიც მოგიხსნით სმენასთან დაკავშირებულ დისკომფორტს.

frenis kompensacia
frenis kompensacia