თეთრი ძმარი საუკეთესო საშუალებაა დიასახლისებისთის, მისი გამოყენება უამრავი დანიშნულებითაა შესაძლებელი.
ჩვენ გთავაზობთ თეთრი ძმრის გამოყენების რამდენიმე მეთოდს:
1.ტანსაცმლის სირბილე
ზოგჯერ ახალი ნივთები ზედმეტად უხეშად გვეჩვენება სპეციალური ქარხნული დამუშავების გამო. სარეცხის მანქანაში დაუმატეთ 1 ჭიქა ძმარი, ამის შემდეგ ტანსაცმელი გახდება რბილი და სასიამოვნო.
2.ბაქტერიებთან ბრძოლა
ძმარი შესანიშნავად ადეზინფიცირებს, ამიტომ მავნე ბაქტერიების დასამარცხებლად რეცხვის დროს გამოიყენეთ 1-2 ჭ.
3.ფერის შენარჩუნება
ძმრის დახმარებით შეგიძლიათ ტანსაცმელს შეუნარჩუნოთ ფერი და გახადოთ ისინი უფრო კაშკაშა. უბრალოდ დაამატეთ სარეცხ მანქანაში 1 ჭ თეთრი ძმარი.
4.გათეთრება
თეთრი ქოსოვილები მრავალჯერადი რეცხვის და გამოყენების შემდეგ თანდათანობით ყვითელ ფერს იღებენ. იმისათვის, რომ თეთრი დარჩეს თეთრად დაუმატეთ რეცხვის დროს 1-2 ჭ ძმარი. თუ გსურთ დალაქავებული ადგილის გასუფთავება დაასველეთ ქსოვილი 5 ჭ ძმრის და 2 ჭ წყლის ნარევში, გააჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში, შემდეგ კი გარეცხეთ.
5.არასასურველი სუნი
ზოგჯერ სამუშაო ან სპორტულ ტანსაცმელზე რეცხვის შემდეგაც უსიამოვნო სუნი რჩება. შესაძლოა გარეცხილი ნივთების გამოღებაც კი დაგავიწყდეთ სარეცხი მანქანიდან და დილით აღმოაჩინოთ რომ უსიამოვნო სუნი მიიღო ნივთებმა, ამ პრობლემების მოგვარებაშიც ძმარი დაგეხმარებათ.უბრალოდ გარეცხეთ სასურველი ტანსაცმელი 1-2 ჭ ძმართან ერთად.
6.ლაქების საწინააღმდეგო საშუალება
დაასხით ძმარი სასურველ ადგილზე (საყელო ან იღლიის ტერიტორიები მაისურებზე) გაჩერეთ რამდენიმე წუთით. შედარებით ღრმად ჩამჯდარი ძველი ლაქებისთვის შეგიძიათ გამოიყენოთ სოდის ძმრის და წყალბადის ზეჟანგის ფაფისებური ნარევი.
7.სარეცხი მანქანის გასუფთავება
აუცილებელია სარეცხი მანქანის პერიოდულად წმენდა, გამოიყენეთ ძმარი თვეში ერთხელ მაინც. აიღეთ 5 ჭ და ჩართეთ რეცხვის რეჟიმზე თეთრეულის გარეშე. აშორებს ნადებს და ადეზინფიცირებს.