ამის შემდეგ სამუდამოდ განიკურნებით ძირმაგარასგან – დროში გამოცდილი რეცეპტები ! 

1601
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ამის შემდეგ სამუდამოდ განიკურნებით ძირმაგარასგან - დროში გამოცდილი რეცეპტები ! 

ძირმაგარა  (ფურუნკული) - წარმოადგენს მტკივნეულ, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით.

მიზეზები
დაავადების განვითარების ძირითადი მიზეზია ფურუნკულში ბაქტერიების შეღწევა.

სიმპტომები

  • მცირე ზომის ფურუნკულების გაჩენა;
  • კანის სიწითლე და ტკივილი;
  • შეშუპება;
  • ქავილი;
  • ტემპერატურის აწევა;
  • ჭარბი გამონაყარი.

მართალია, დღეს აფთიაქებში ათასნაირი მალამო იყიდება ძირმაგარას მოსამწიფებლად, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, ერთი შინაური წამალი გასწავლოთ.

ეს წამალი მართლაც სასწაულმოქმედია, მე პირადად ერთი დადება მყოფნის ძირმაგარას მოსამწიფებლად და ფესვიანად ამოსაგდებად. ის ადვილადაც მზადდება და იაფიც ჯდება:

ერთმანეთში აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი თაფლი და სიმინდის ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. ამ მასისგან გააკეთეთ პატარა ბურთულა, მიიწებეთ ძირმაგარაზე, გადაიხვიეთ და ორი დღე დაიტოვეთ.

როცა მოიხსნით, ძირმაგარას ადვილად ამოაგდებთ. თუ ბოლომდე არ ამოვარდა, კიდევ ერთხელ მიიწებეთ ეს ცომი — აუცილებლად გიშველით.

ეს წამალი ბებიამ მასწავლა. მანისიც მითხრა, რომ ის ყოველგვარ ჩირქგროვას (მათ შორის დაჩირქებულ სარძევე ჯირკვალსაც) შველის.

მე ჯერჯერობით მხოლოდ ძირმაგარაზე გამოვცადე და კმაყოფილი ვარ.

ასევე გადასარევია ეს მეთოდიც :

ვიღებთ ერთ საშუალო, თეთრ ხახვს. ვჭრით წვრილად და ვთუშავთ ზეთში. როცა ხახვი მოითუშება, ვამატებთ 1 სუფრის კოვზ გახეხილ სარეცხის საპონს (72 %)და 1 ჩაის კოვზ პურის ფქვილს. ცხელ მდგომარეობაში უნდა გადავზილოთ, სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ.

ძირმაგარაზე ცხელ მდგომარეობაში მისი დადება არ შეიძლება. მხოლოდ ნელთბილ მდგომარეობაში უნდა გამოვიყენოთ და შევიხვიოთ. გამოვიცვალოთ დღეში სამჯერ და ასევე ნელთბილი დავიდოთ, სანამ ძირმაგარა თავს არ გაიკეთებს. მერე კი შეგიძლიათ, თუ თვითონ არ გასკდება, სპირტით დამუშავებული ნემსის წვერით გახეთქოთ და ჩირქი გამოიღოთ.

საშიშროება

დაავადების გართულება შეიძლება იყოს სისხლის მოწამვლა ან ლეტალური შედეგი.

პროფილაქტიკა

რეკომენდირებულია:

  • ანტიბაქტერიული საპნის გამოყენება;
  • კანის დაზიანებული ადგილის გაღიზიანებისგან დაცვა;
  • დაზიანებულ ადგილზე ანტისეპტიკური საშუალების წასმა;
  • დიაბეტიკებისთვის რეკომენდირებულია ფურუნკულის ხშირი პროფილაქტიკა.
frenis kompensacia
frenis kompensacia