დაფნის ზეთი და ნაყენი უებარია წამალია ართრიტის, რევმატიზმის, ართროზის, ჰაიმორიტის და კუნთების ტკივილის დროს.

1208

დაფნის ზეთი და ნაყენი უებარია წამალია ართრიტის, რევმატიზმის, ართროზის, ჰაიმორიტის და კუნთების ტკივილის დროს.

დაფნის ზეთი ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ართრიტი, რევმატიზმი, ართროზი, ჰაიმორიტი, კუნთების ტკივილი. ამას გარდა, ამშვიდებს ნერვებს და აყუჩებს თავის ტკივილს.

მომზადების წესი:

დააქუცმაცეთ 30 გრამი დაფნის ფოთოლი, დაასხით 1 ჭიქა მცენარეული ზეთი და 1 საათით ჭურჭელი ცხელ წყალში ჩადგით. შემდეგ ამოიღეთ და 1 კვირის შემდეგ  ისევ ჩადგით ჭურჭელი ცხელ წყალში 1 საათით. შემდეგ, ნარევი გაწურეთ და ზეთი მაცივარში შეინახეთ.

დაღლილობის დროს და ნერვების დასამშვიდებლად ისევ დაფნის ზეთი დაგეხმარებათ. ჩაასხით რამდენიმე წვეთი არომალამფაში ან რაიმე გამაცხელებელში. ცოტა ხანს დაიცადეთ. ძალიან მალე თქვენ დაგიბრუნდებათ კარგი განწყობა, სიმხნევე და ტონუსი.

დიაბეტის მკურნალობის დროს შაქრის დასაწევად – დაფნის 10 ფოთოლს დაასხით 3 ჭიქა ადუღებული წყალი და 2-3 საათის განმავლობაში გააჩერეთ. ნახევარი ჩაის ჭიქა მიიღეთ დღეში სამჯერ, ნახევარი საათით ადრე ჭამამდე.

წიწაკა და დაფნის ფოთოლი ერთად – მსუბუქი გამხსნელია შეკრულობის დროს.

სახსრებისთვის: 30-35 ცალი ფოთოლი დააქუცმაცეთ, დაასხით 300 მილილიტრი თბილი წყალი და 5 წუთი ადუღეთ. ნახარში ჩაასხით თერმოსში და 5-6 საათი გააჩერეთ. გაწურეთ და მიიღეთ 20-წუთიანი შუალედებით, 12 საათის განმავლობაში პატარა ყლუპ-ყლუპობით.

პროცედურა გრძელდება 3 დღე.
ერთკვირიანი შესვენების შემდეგ მკურნალობა გაიმეორეთ. სასურველია, ნახარშის მიღებისას ჭამოთ ბევრი ბოსტნეული.

სახსრებში ტკივილის მოსახსნელად – 10 გრამ დაფნის ფოთოლს 150 მილილიტრი ადუღებული წყალი დაასხით და 3 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე. მოცემული ნაყენი დალიეთ, სანამ  გაცივდება. რაც შეეხება დროს, ნაყენის მიღება აუცილებელია პირველად, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან, ერთი საათის შემდეგ.

პროცედურა გაიმეორეთ 3 დღე ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში. 3 დღე სვით, ოთხი დღე კი – დაისვენეთ. მომდევნო კვირას კვლავ გაიმეორეთ.

კურსის ხელახლა გავლა რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვის შემდეგ.  ნაყენის მიღების სამდღიან პერიოდში უნდა იკვებოთ მხოლოდ ვეგეტარიანულად. აკრძალულია ალკოჰოლი.

მადისა და წონის კლებისთვის – ჩააწყვეთ ჩაიდანში დაფნის რამდენიმე ფოთოლი. დაუმატეთ დარიჩინი და წამოადუღეთ. გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში.

რეკომენდებულია მიღებული ნაყენი დღეში ერთხელ, ერთი ჭიქა. თუ არ გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ნაყენი 20 დღის განმავლობაში დალიეთ. მომდევნო 10 დღე კი, შეისვენეთ. შემდეგ კვლავ განაგრძეთ მიღება.

რევმატიზმის დროს – 1 წილ დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს შეურიეთ 2 წილი გამდნარი კარაქი, 30 წუთი გააჩერეთ წყლის ორთქლზე, გააცივეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილზე.

დაჟეჟილობის, ნაღრძობის, დამბლისა და დაჭიმულობისას ტკივილებს ხსნის და გაჭრილს სწრაფად ახორცებს: 1 კოლოფი დაფნის ფოთოლი (აფთიაქში იყიდება) დააქუცმაცეთ, დაამატეთ 200 გრამი მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ, გააჩერეთ 1 კვირა, შემდეგ გაწურეთ და წაისვით მტკივნეულ ადგილებზე.

იგივე ზეთი გამოიყენება ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს, მიიღეთ 10-15 წვეთი რძესთან, კეფირთან ან ჩაისთან ერთად, დღეში 2-3-ჯერ.

ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ – ოსტეოქონდროზი ხშირად ხდება წელისა და ხერხემლის ტკივილის მიზეზი. ტკივილის დასაამებლად, დაფნის ფოთლის სამკურნალო ზეთისა და ნაყენის რეცეპტი გამოიყენეთ.  დაფნის ფოთოლი დააქუცმაცეთ და 1-2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა ზეითუნის ზეთი. 15 დღე თბილ ადგილას გააჩერეთ.

ეს ზეთი მტკივან ადგილას უნდა შეიზილოთ და შემდეგ თბილად შეიფუთოთ. წასმა უმჯობესია, ღამით.

Facebook კომენტარები