შარდსასქესო სისტემის ინფექციებისგან თავის დასაცავად ყველაზე კარგი საშუალება დაბალანსებული კვებაა.
ნატურალური პრობიოტიკები და ვიტამინები – აი ეს სჭირდება ქალის ორგანიზმს ბედნიერებისა თუ ჯანმრთელობისთვის.
1) იოგურტი
იოგურტში შემავალი ბაქტერიები აბალანსირებს Ph-ს ორგანიზმში. ის კარგად ებრძვის სოკოვან ინფექციებს.
2) ავოკადო
კალიუმი და ვიტამინი B6 – აი ამას შეიცავს ავოკადო და ზუსტად ეს სჭირდება ქალის ორგანიზმს.
3) ტკბილი კარტოფილი
ვიტამინები А და C, ვიტამინი В-ს ჯგუფი, მანგანუმი, კალიუმი და რკინა – ამ ნივთიერებების წყალობით საშვილოსნოს კედელი უფრო მაგრდება. ასევე მათი დახმარებით ჰორმონალურ ბალანსს ვინარჩუნებთ.
4) გოგრის თესლი
გოგრის თესლი შეიცავს თუთიას, ის ამცირებს ანთებასა და გაღიზიანებას. ვიტამინი E, რომელიც გოგრის თესლში გვხვდება, ხელს უწყობს კანის სიჯანსაღესა და მენსტრუალური ციკლის რეგულარობას..
5) ნიორი
ნიორი ანტიმიკრობული და ანტისოკოვანი საშუალებაა. ის ებრძვის ნებისმიერ ინფექციას.
6) შპინატი და ნებისმიერი ბოსტნეული
კომბოსტო, ისპანახი, სალათის ფოთოლი -ჭამეთ უფრო ხშირად. ის ვიტამინები, რომლებსაც ეს ბოსტნეულები შეიცავს, სისხლის ცირკულაციას აუმჯობესებს.
7) შავი შოკოლადი
შავი შოკოლადი იმუნიტეტს აუმჯობესებს.
8) სოიო
რათა ქალს კარგი ჯანმრთელობა და ჰორმონალური ბალანსი ჰქონდეს, აუცილებელია კვირაში ერთხელ მაინც ჭამოს სოიო.
9) მოცვი, კენკრა, მარწყვი
ისინი ეხმარებიან ორგანიზმს ბაქტერიებთან ბრძოლაში.