ომპანიები უამრავ ფულს ხარჯავენ, რათა პროდუქტით ბავშები დააინტერესონ, სტატისტიკის მიხედვით ყოველწლიურად საკვები პროდუქტის ბავშებზე მორგებულ მარკეტინგზე 10 მილიარდი დოლარი იხარჯება. საყვარელი ანიმაციური გმირები და მიმზიდველი შეფუთვები- ეს იმ ხრიკების ერთ-ერთი მაგალითია, რაც ბავშვების ყურადღების მისაპყობად გამოიყენება, სამწუხაროდ, ამ პროდუქტების უმეტესობა ჯანმრთელობისთის საზიანოა, რადგან ე.წ სასუსნაოები უამრავ მავნე ნივთიერებას შეიცავენ.
განსაკუთრებით მავნეა ფერადი სასუსნაოები, რომლებიც შეიცავენ საღებავებს ყვითელი 5-ს და წითელი 40-ს, რადგან ისინი სიმსივნის რისკს ზრდიან. აღნიშნული საღებავები გარკვეულ ქვეყანებში, მათ შორის ინგლისშიც აკრძალულია. მაგრამ სამწუხაროდ დანარჩენ ტერიოტრიაზე სასუსნაოები თავისუფლად იყიდება მაღაზიის დახლებზე.
გთავაზობთ საბავშვო პროდუქტების ჩამონათვალს, გაიგეთ რომელი მათგანია განსაკუთრებით მავნებელი.
პოპ-ტარტები
ხრაშუნა ორცხობიილები სხვადასხვა არომატით ყველას უყვარს, თუმცა ისინი დიდი რაოდნეობით შაქარს, ფრუქტოზის სიროფსა და სიმინდის სიროფს შეიცავენ, ეს კი შაქარზე დამოკიდებულობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
ჟელიბონი
პროდუქტი, რომელიც ყველა ბავშვს უყვარს, შეიცავს ნავთობპროდუქტებისგან დამზადებულ საღებავს, რომელიც იწვევს სიმსივნეს.
M&M’s
ეს პოპულარული ტკბილეული შოკოლადის გარდა შეიცავს ლურჯ, წითელ და ყვითელ საღებავს, რომელებიც ხელს უწყობს ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას.
ჩიტოსი
გარდა მავნე ყვითელი საღებავისა, მის შემადგენლობაშია არანაკლებ საზიანო ყველის ემულგატორი, რომელიც მეთილ ბენზონატს შეიცავს.
გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და იზრუნეთ საკუთარი შვილების ჯანმრთელობაზე! მავნე სასუსნაოების ნაცვლად მათ რაციონში შეიტანეთ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული.