ის, რაც აქამდე არ იცოდით-დაფნის ფოთლის საოცარი თვისებები

12708
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

დაფნის ფოთოლი ყველა სამზარეულოში მოიძებნება, გარდა უნიკალური არომატისა, ამ მცენარეს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას, გაიგეთ რატომ არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის დაფნის ფოთოლი და როგორ უნდა გამოიყენოთ ის!

დაფნის ფოთლის მთავარი საიდუმლო მის შემცველობაში არსებული ეთერზეთი, ორგანული მჟავები და ტანინებია. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია, რომელსაც უამრავი ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს!

დაფნის ფოთლის სარგებელი

1. დიაბეტის დროს

დაფნის ფოთლის დახმარებით შეგიძლიათ შეამციროთ შაქრის დონე. თერმოსში ჩააგდეთ 10 ც ფოთოლი, დაასხით 3 ჭ ადუღებული წყალი. ნაყენი მზად იქნება 3 საათის შემდეგ. მიირთვით მომზადებული მიქსტურის ნახევარი ჭამამდე 30 წუთით ადრე.

2. გახდომა
დააქუცმაცეთ 5-6 ც ფოთოლი და დაასხით 1 ჭ ცივი წყალი. გააჩერეთ მთელი ღამით. დილით წამოადუღეთ 15 წუთის განმავლობაში, გააჩერეთ ნაყენი 30 წუთით და შემდეგ გაწურეთ. დალიეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ.

3. პირის ღრუს დაავადებების დროს
თუ გაწუხებთ უსიამოვნო სუნის პრობლემა ან თუნდაც სტომატიტი, უბრალოდ დაღეჭეთ დაფნის ფოთოლი ჭამებს შორის შუალედში.

4. უძილობა
დაფნის ფოთლის სუნი ამშვიდებს, მიაკერეთ რამდენიმე ფოთოლი ბალიშს და შედეგს თავად დაინახავთ.

5. კანის დაავადებების დროს

დაფნის ფოთოლს ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია და შესაბამისად, მისი გამოყენება ეფექტურია კანის დაავადებების დროს. დააქუცმაცეთ დაფნის ფოთოლი ისე, რომ მიიღოთ 1.5 ს/კ ფქვილის მასა. დაასხით მას 1 ჭ მცენარეული ზეთი და შედგით მაცივარში 1 კვირის განმავლობაში. შეიზილეთ მომზადებული საშუალება პრობლემურ არეზე დრეში 2-ჯერ.

შენიშვნა: მეძუძური დედებისთის, ორსულებისა და კუჭის წყლულით დაავადებული ადამიანებისთვის ეს რეცეპტები არ არის რეკომენდირებული!

frenis kompensacia
frenis kompensacia