მოცემული სახის ნატურალური ნიღბები ბოტოქსის ალტერნატიული ვარიანტებია!

2089
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ანტიასაკობრივი კოსმეტიკა კანზე ეფექტურად მოქმედებს, თუკი მას ნატურალურ ნიღბებსაც დავუმატებთ. დღევანდელ სტატიაში მოცემული რჩევები სახის მოვლაზე, ბოტოქსის ალტერნატიული ვერსიებია.

1. კაკაოს ფხვნილის მასკა

15 გრამი კაკაოს ფხვნილი გახსენით თბილ რძეში. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე და 20 წუთით გაიჩერეთ. ცივი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს ნატურალური ნიღაბი თქვენს კანს ცოცხალ და მბრწყინვალე იერს მისცემს. კანი გახდება ელასტიკური და გლუვი.

2. ვიტამინი C-ს ნიღაბი

ბანანის ნახევარს დაუმატეთ ვიტამინი C-ს ამპულები. დაამატეთ ცოტაოდენი კრემი, რათა ნიღაბი სქელი გამოვიდეს. ის სახეზე 20 წუთით გაიჩერეთ.
ეს ნიღაბი კანის ღრმა ფენებში უჯრედებს აღადგენს. მას აქვს არაჩვეულებრივად დამარბილებელი ეფექტი.

3. ხაჭოს ნიღაბი

1 ს/კ ცხიმიანი ხაჭო შეურიეთ 2 ს/კ არაჟანსა და 0.5 ჩ/კ მარილს. კარგად არეული მასა დაიტანეთ სახეზე 20 წუთით. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ხაჭოში შემავალი კალციუმი და მაგნიუმი შეუფასებელია. ისინი ეხმარებიან კანს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.

4. ფუტკრის ცვილის ნიღაბი

1 ს/კ ფუტკრის ცვილი შეურიეთ 1 ჩ/კ თაფლს და 2 ს/ლ ახალ ხახვის წვენს. წაისვით ეს თბილი მასა სახეზე. 10 წუთის შემდეგ ნიღაბი სველი ხელსახოცით მოიშორეთ.
ეს ნიღაბი ყოველდღე გაიკეთეთ.

5. ნაყენი მუდმივად ახალგაზრდული კანისთვის

1ჩ/კ დაჭრილი მუხის ფესვები 1 ს/კ ლაიმის ყვავილსა და 1 ს/კ კამას შეურიეთ. დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი. 2 საათის შემდეგ ნაყენს ცოტაოდენი ლიმონმჟავა უქენით. გამოიყენეთ ის სახეზე ყოველ საღამოს.
ნაყენი გაგიმკვრივებთ კანს, ებრძვის ადრე გაჩენილ ნაოჭებს.

 

frenis kompensacia
frenis kompensacia