თუ შაქრის ეპილაციის სწორად გაკეთებას ისწავლით, მაშინ თმის მოსაშორებლად სხვა არანაირი საშუალების გამოყენება აღარ დაგჭირდებათ.
საჭირო ინგრედიენტები:
6 ს/კ შაქარი;
2 ს/კ წყალი;
1 ს/კ ლიმონის მჟავა;
მომზადების წესი:
შაქარი და წყალი ერთმანეთში აურიეთ და დაბალ ცეცხლზე დადგით, ადუღების შემდეგ ლიმონის მჟავა დაამატეთ. როცა ნაზავის ფერი თაფლისფერი გახდება უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად. ნაზავი პლასტმასის ქილაში გადაიტანეთ და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
პროცედურა შემდეგნაირად უნდა ჩაიტაროთ:
ნაზავი თმის ზრდის საწინააღმდეგო მიმართულებით წაისვით, ხოლო აძრობის დროს პირიქით, თმის ზრდის მიმართულებით იმოქმედეთ. შედეგად, 2-3 კვირის განმავლობაში არასასურველი თმა არ შეგაწუხებთ.