საკვები სოდა ნებისმიერი ადამიანის სამზარეულოში არის. ჩვენ ვიყენებთ მას ცხობის დროს, უსიამოვნო სუნის გაქრობის მცდელობების დროს, კბილების გათეთრების დროს, მაგრამ მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, რომლის შესახებ არ ვიცით.
ბევრმა არ იცის, რომ სოდა გამოიყენება გულძმარვის დროს. თუმცა სანამ მას გამოიყენებთ, აუცილებელია ექიმთან კონსულულტაცია გაიაროთ. აბაზანის მიღების დროს, წყალში დამატებული სოდა, ამშვიდებს კანს. ის ასევე გამოიყენება, როგორც დეოდორანტი პარაბენების და ალუმინის გარეშე.
აკნე ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ამ პრობლემასთან ბრძოლის ერთ– ერთი კარგი საშუალება სოდა არის. ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია და ებრძვის აკნეს გამომწვევ სოკოს ინფექციებს. სოდას ნიღაბი ასევე ხსნის ფორებს და კანს უფრო ჯანსაღს ხდის.
ასევე ბევრი ებრძვის თვალების გარშემო შავ წრეებს. 1 ჭიქა ცხელ წყალში 1 ჩ/კ საკვები სოდა დაამატეთ. დაასველეთ ბამბის ტამპონი ამ ნარევში და თვალების ქვემოდ დაიდეთ. 15 წუთში სახე დაიბანეთ და წაისვით უცხიმო კრემი.
სოდისგან ნიღბის მომზადებაც არის შესაძლებელი. ამისთვის აურიეთ ერთმანეთს ცივი წყლის 1 ჩ/კ და 1 ½ ჩ/კ საკვები სოდა. წაისვით მიღებული მასა სუფთა სახეზე 10 წუთით, შემდეგ კი, თბილი წყლით ჩამობანეთ და კანი გააშრეთ. თუ მშრალი კანი გაქვთ, დრო შეამცირეთ. შემდეგ კი, სახეზე უცხიმო კრემი წაისვით.