აი, რისი ჭამა არ შეიძლება უზმოზე და ძილის წინ– ეს ინფორმაცია ბევრისთვის უცნობია

3367
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ამ სტატიაში მოგიყვებით პროდუქტებზე, რომელთა მიღება უზმოზე, ან ძილის წინ რეკომენდირებული არ არის.

უზმოზე არ უნდა მიირთვათ:
ფორთოხალი
ფორთოხლის უზმოზე მიღება ხშირად გასტრიტს, ან ალერგიას იწვევს. თუ დილით ფორთოხლის წვენის დალევა გინდათ, მანამდე შვრიის ფაფა მიირთვით.

ბანანი
ბანანის უზმოზე მიღება სისხლძარღვების დაავადებების გაჩენის რისკს ზრდის.

უმი ბოსტნეული
ისეთი ბოსტნეულის მიღებას, როგორიცაა კიტრი, კომბოსტო, პაპრიკა, შეუძლია კუჭის გაღიზიანება გამოიწვიოს.

იოგურტი
ამ სიაშიც ისეთი პოპულარული პროდუქტი მოხვდა, როგორიცაა იოგურტი. თურმე მისი მიღება უზმოზე სულაც არ არის ეფექტური. უმჯობესია ის საკვების მიღების შემდეგ 2 საათში, ან ძილის წინ მიირთვათ.

ცივი სასმელები
უმჯობესია სასმელი ოდნავ თბილი იყოს.

ტკბილეული
გაღვიძების შემდეგ, პანკრეასი ინსულინის საკმარის რაოდენობას ვერ გამოყოფს, ეს კი სისხლში შაქრის დონეს ზრდის.

ყავა
უზმოზე მიღებული ყავა, კუჭს აღიზიანებს და ზედმეტი კუჭის წვენის გამოყოფას უწყობს ხელს. ეს კი, გასტრიტის გამომწვევი მიზეზი ხდება.

ნიორი, კონსერვი, შებოლილი პროდუქტები
უზმოზე მიღებული ნიორი გასტროსპაზმს იწვევს. იგივე ეხება კონსერვს და შებოლილ პროდუქტებს.

ღამით, ძილის წინ საჭმლის მონელების პროცესი ნელდება, და პროდუქტი, რომელსაც ძილის წინ ვიღებთ დილამდე ფაქტობრივად მოუნელებელი რჩება. დილით კუჭმა ეს ყველაფერი უნდა მოინელოს, მაგრამ მისთვის ეს არც ისე ადვილია. ტოქსინი ხვდება სისხლში, ასე ჩნდება დაბალი იმუნიტეტი, ზედმეტი წონა, დაღლილობა.

რისი ჭამა არ შეიძლება ძილის წინ

არ მიირთვათ პოპკორნი, კრეკერები, ჩიფსები– ისინი ბევრ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავენ და ძალიან კალორიულები არიან.

ხორცი, თევზი და სხვა პროდუქტი ცილის მაღალი შემცველობით
ასეთი საკვების მონელებისთვის დაახლოებით 4 საათია საჭირო. ამიტომ ასეთი პროდუქტების მიღება ძილის წინ რეკომენდირებული არაა.

ცომეული
ასეთი პროდუქტების მონელებისთვის ბევრი დრო საჭირო არ არის, მაგრამ ისინი შაქრის დონის ცვლილებას იწვევენ. რადგანაც ამ დროს აქტიურები არ ვართ, ყველა კალორია ცხიმად გადაიქცევა.

შოკოლადი
ამ ბევრისთვის საყვარელ პროდუქტს ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ცომეულს, ამიტომ მისი მირთმევა საღამოს რეკომენდირებული არ არის.

კაკალი და ჩირი
რა თქმა უნდა ეს ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მაგრამ ამავე დროს ძალიან კალორიული.

ყავა
კოფეინის მცირე რაოდენობაც კი, ძილის დარღვევებს იწვევს.

ალკოჰოლი
ბევრი თვლის, რომ ალკოჰოლი მათ დაძინებაში ეხმარებათ, მაგრამ ამ დროს ძილის ხარისხი დაბალია: ხშირი გამოღვიძება, თავის ტკივილი, კოშმარები…

როგორ მოვიქცეთ?
ივახშმეთ დაძინებამდე 3 საათით ადრე. შეგიძლიათ მიირთვათ ბოსტნეულის სალათა, უცხიმო ხაჭო, 1 ჭიქა რძე, ყველის, ან კრეკერის ნაჭერი.

ვახშამზე შეგიძლიათ მიირთვათ:
ვაშლი
სასარგებლოა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობის ნორმალიზაციისთვის, ქოლესტერინის დონეს დაწევისთვის. მაგრამ ამავე დროს, თუ კუჭთან პრობლემები გაქვთ, ამ ხილს შეუძლია მეტეორიზმი გამოიწვიოს.

ციტრუსები
შეგიძლიათ მიირთვათ 1(!) ფორთოხალი, ან მანდარინი. რეკომენდირებული არაა კუჭის დაავადებების დროს.

ნიახური
ეს დაბალკალორიული პროდუქტია. შეგიძლიათ დაამატოთ სტაფილოს სალათაში, ან “ფრეში” მოამზადოთ. ნიახურის მიღება არ შეიძლება ფეხმძიმობის, ლაქტაციის, სისხლძარღვებთან პრობლემების და კუჭის დაავადებების დროს.

კამბალა
ეს თევზი დაბალკალორიულია, შეიცავს ბევრ ვიტამინს და სხვა სასარგებლო ელემენტს.

კეფირი
ეს პროდუქტი ძალიან სასარგებლოა ნაწლავებისთვის. მდიდარია კალციუმით, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. შეგიძლიათ მიირთვათ უძილობის პროფილაქტიკისთვის. თუ კუჭის მჟავიანობის დონე მაღალია მას მოერიდეთ.

ჭარხალი
დაბალკალორიული პროდუქტია. მიიღეთ ის როგორც სალათა მცენარეული ზეთის დამატებით. ის ასევე ცხიმს წვავს, ნაწლავების ფლორის ნორმალიზაციას უწყობს ხელს და ორგანიზმს ტოქსინებისგან წმენდს. უკუჩვენება: თირკმელების დაავადებები, კუჭში ანთებითი პროცესები.

ბანანი
ერთზე მეტის მიღება რეკომენდირებული არა არის. კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მისი მიღება არ შეიძლება სისხლში შაქრის მაღალი დონის დროს. არც ისე მწიფე ბანანი მეტეორიზმს იწვევს.

შეგიძლიათ ასევე მიირთვათ ქათმის მკერდი, წყალზე მომზადებული შვრიის ფაფა, 1 მუჭა ჩირი. თბილი რძე თაფლით სასარგებლოა კარგი ძილისთვის, მწვანე ჩაის 1 ჭიქა კი, შიმშილის გრძნობას კლავს.

frenis kompensacia
frenis kompensacia