როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას: 6 სასარგებლო რჩევა ამ პრობლემის მოსაგვარებლად

1567

ადამიანის ორგანიზმის 60-70 % შედგება წყლისგან, რომლის თითქმის 2/3 უჯრედებშია, დანარჩენი კი უჯრედშორის სივრცეებში. სწორედ ამ სივრცეებში სითხის რაოდენობის ზრდის ბრალია შეშუპება.

თუ თქვენთვის ნაცნობია ეს პრობლემა, პირველ რიგში აუცილებლად გირჩევთ ექიმთან კონსულტაციას.

შეშუპების პრობლემის მოსაგვარებლად გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს.

როგორ ვებრძოლოთ შეშუპებას:

1.დაიწყეთ კვებიდან

მარილი და რაფინირებული ნახშირწყლები უნდა გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან.ასევე, სასურველია დაივიწყოთ ცხარე საჭმელიც. ძილის წინ საერთოდ ნუ შეჭამთ.

2.არ დაივიწყოთ ვიტამინები და მინერალები

შეშუპება იმის მანიშნებელია, რომ თქვენს ორგანიზმს სჭირდება დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული და მწვანილი. ნუ უგულებელყოფთ პროდუქტებს, რომელიც მდიდარია კალიუმით და მაგნიუმით.

3.მეტი მოძრაობა!

ცხოვრების უმოძრაო წესს სარგებელი არავისთვის მოაქვს. ეცადეთ იმოძრაოთ ფეხით და აკეთოთ დილის სავარჯიშები. ფიზიკური აქტივობა ეხმარება თქვენს ორგანიზმს ზედმეტი სითხის გამოდევნაში.

4.შეშუპება არ არის მიზეზი რათა უარი თქვათ წყალზე!

ყველას მოგეხსენებათ, რომ ორგანიზმმა დღეში 2 ლ წყალი მაინც უნდა მიიღოს. უბრალოდ ეს უნდა გადაანაწილოთ მთელ დღეზე და არა ძილის წინ.

5. ძილი აუცილებელია!

თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყურებოდეთ და გრძნობდეთ თავს კარგად, თუ ყოველთვის გამოუძინებელი ხართ.

6. სპეციალური მასაჟი

სახეზე შეშუპენის დროს რეკომენდირებულია ლიმფური სადრენაჟო მასაჟი. (ამის გაგეკეთება მხოლოდ სპეციალისტს შეუძია )
გაითვალისწინეთ ეს რჩევები და დაივიწყებთ ამ უსიამოვნო პრობლემის შესახებ.

Facebook კომენტარები