ქალის ასაკს ხელები გასცემს! სპა პროცედურა სახლის პირობებში, რომელიც თქვენს ხელებს გაახალგაზრდავებს

496
მწვანე ბარათის შევსება
მწვანე ბარათის შევსება

ნათვამია, რომ ქალის ასაკს ხელები გასცემსო. მართლაც, ხელის კანი ყველაზე ადრე და მარტივად ბერდება. ქალების ყველაზე დიდი გულისტკივილი სწორედ დანაოჭებული და მოშვებული კანია და ფიქრობენ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მხოლოდ ძვირადღირებულ პროცედურებს შეუძლია. თუმცა, ეს ასე არ არის და სახლის პირობებშიც შესაძლებელია ხელები გლუვი და ელასტიური გახადოთ.

გთავაზობთ 3 ეტაპიან სპა-პროცედურას, რომელიც აბაზანის, პოლინგისა და ნიღბისგან შედგება და თქვენს ხელებს ახალგაზრდობას დაუბრუნებს.

აბაზანა

1ც. ლიმონი გაწურეთ. დაუმატეთ მწიკვი სოდა და დარიჩინი. სასურველია, თუ რომელიმე ეთერზეთის რამდენიმე წვეთსაც დაუმატებთ. აურიეთ კარგად და ხელები ჩააწყვეთ 10 წუთის განმავლობაში. ეს აბაზანა თქვენს ხელებს დაარბილებს და სიჯანსაღეს მიანიჭებს.

პილინგი

გახეხეთ ფორთოხლის კანი, დაახლოებით 1 სუფრის კოვზის რაოდენობის. შეაურიეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი და 2 სუფროს კოვზი ზეითუნის ზეთი ( შესაძლებელია ნებისმიერი მცენარეული ზეთი გამოიყენოთ). კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და როგორც კი ხელების აბაზანას მორჩებით, 2-3 წუთის განმავლობაში დაისკრაბეთ ხელები. პილინგი ხელებს მკვდარ უჯრედებს მოაშორებს და სუგლუვეს მიანიჭებს მას.

ნიღაბი

სპა-პროცედურა აუცილებლად უნდა დაასრულოთ ნიღბით. გახეხეთ 1ც. ვაშლი (უმჯობესია მწვანე), დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ვაზელინი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაიტანეთ ხელებზე 15 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ვაშლი და თაფლი ხელების საჭირო ვიტამინებით გაამდიდრებს, ვაზელინი კი დაარბილებს და დაატენიანებს ხელებს.

პროცედურის ბოლოს წაისვით ხელის კრემი.

frenis kompensacia
frenis kompensacia