მან მოადუღა ჩაი და ნახევარი თვით შეინახა. ის, რაც გამოვიდა ყველას ორგანიზმს სჭირდება

815

ჩაის სოკოს შესახებ ჩინეთში უძველესი დროიდან იციან. მაშინ ის უკვდავების ელექსირად მიიჩნეოდა. ბევრს სახელწოდება ჩაის სოკო ძალიან აშინებს, მაგრამ რეალურად მას სამკურნალოდ თანამედროვე მედიცინაც წარმატებულად იყენებს.

როგორ გავზარდოთ ჩაის სოკო?

თქვენ დაგჭირდებათ: 3 ლიტრიანი ქილა; მარლა; 2 ს/კ შავი ჩაი; ნახევარი ლიტრი ადუღებული წყალი; 7 ს/კ შაქარი.

მომზადების წესი: ქილა კარგად გარეცხეთ. ჩაყარეთ შიგნით ჩაი და ცხელი წყალი დაასხით, დაელოდეთ, რომ გაცივდეს, შემდეგ დააამატეთ შაქარი და მარლაში გადაწურეთ. გადაწურული სითხე ნახევარი თვის განმავლობაში თავდაფარებული შეინახეთ. რამდენიმე დღეში იგრძნობთ ძმრის სუნს, მალე ეს სუნი გაქრება და სითხის ზედაპირზე სქელ მასას შენიშნავთ. ეს ჩაის სოკოა. სოკო რამდენიმე დღეში ერთხელ თბილ წყალში უნდა გარეცხოთ და ისევ სითხეში დააბრუნოთ.

რატომაა ჩაის სოკო სასარგებლო?

ჩაის სოკო კუჭს დაავადებებს ეფექტურად კურნავს, ასევე ხელს უწყობს, წონის დაკლებას;

დაბლა წევს არტერიულ წნევას და ძილს აუმჯობესებს;

ეფექტური საშუალებაა ინფექციის წინააღმდეგ;

დაბერების პროცესს ანელებს;

მკურნალობს ანგინას, სტომატიტს, გრიპს, ამაღლებს იმუნიტეტს;

ამაგრებს თმის ძირებს და ქერტლის გაჩენისგან იცავს;

მიღების წესი: საუზმის შემდეგ 1 საათში მესამედი ლიტრი დალიეთ.

უკუჩვენება: ჩაის სოკოთი მკურნალობა არ შეიძლება მათთვის ვისაც კუჭის წვენის სიმჟავე, დიაბეტი ან ნიკრისის ქარი აწუხებს.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები