ყავის ნიღბები- დაუბრუნეთ ახალგაზრდობა თქვენს კანს იაფად და მარტივად.

1753

ყავის ნიღბები- დაუბრუნეთ ახალგაზრდობა თქვენს კანს იაფად და მარტივად.

ყავა შეიცავს კოფეინს, გაჯერებულია ანტიოქსიდანტებით, ჭარბ სითხეს გამოდევნის ქსოვილებიდან და ამასთან, ძალიან სასარგებლოა მეხსიერებისთვის, ამიტომაც არის ის ბევრი ადამიანისთვის ენერგეტიკული სასმელი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას უნიკალური კოსმეტიკური თვისებებიც ახასიათებს. ყავას ხშირად იყენებენ კოსმეტიკური კრემების შემადგენლობაში.

ყავის ნიღაბი თვალის უპეებისთვის: 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი, 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ცალი ლიმონი აურიეთ. მომზადებული ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში, შედგით მაცივარში. შემდეგ, წაისვით თვალის კონტურზე, გაიჩერეთ 10 წუთი და ბოლოს, ბამბით მოიშორეთ.

ნიღაბი ასაკოვანი კანისთვის: 1 ჩაის კოვზ თაფლს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი, 1 ჩაის კოვზი ყავის ნალექი და 1 უმი კვერცხი. კარგად აურიეთ და წაისვით სახესა და კისერზე. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ გრილი წყლით.

გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის: 1 სუფრის კოვზ ყავას, დაუმატეთ 1 სადილის კოვზი გახეხილი ვაშლი. წაისვით სახეზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი: 1 სუფრის კოვზ ჭვავის ფქვილს, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ყავა. შემდეგ აურიეთ 1 კვერცხის გული და წაისვით მთლიან სახეზე. 15 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 სუფრის კოვზ ყავის ნალექს, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი შვრია, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი არაჟანი ან 1 სუფრის კოვზი იოგურტი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.

ყავის ნიღაბი მუქი თმის ბზინვარებისთვის: დაბანის შემდეგ, სველ თმაზე წაისვით 2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და კარგად შეიზილეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის რეგულარული გაკეთება ბზინვარებას მიანიჭებს თმის ბუნებრივ ფერს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ წაბლისფერიდან, შავ ფერამდე ყველა ტონის თმაზე.
მუქი ფერის თმის ბზინვარებისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე, ლამაზი წაბლისფერის მისაღებად შემდეგი ნაყენი მოამზადეთ: 2 სადილის კოვზ ყავას დაასხით გვირილის გაგრილებული ნაყენი.  დიდხანს ურიეთ, რომ ყავა კარგად გაიხსნას. შემდეგ გადაწურეთ. დაიბანეთ თავი შამპუნით და დაბანილ სველ თმაზე ყავის ნაყენი გადაივლეთ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia