როგორ მოვუაროთ ნოხს მარტივად სახლის პირობებში

149

როგორ მოვუაროთ ნოხს მარტივად სახლის პირობებში

ნოხი – ეს არის ინტერიერის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც ყველაფერს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ანიჭებს. არსებობს მილიონი ვარიაცია სტილის, ტექსტურის, ფერის, ზომის და ფასის მიხედვით. ასე რომ, სწორად შერჩეული ნოხი იდეალურად ერგება ყველა გარემოს, დაწყებული ოფისიდან, დასრულებული საბავშვო ოთახით. თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ხალიჩის შემთხვევაში მისი მოვლაა, რაც განპირობებულია იმით, რომ ყველაზე მეტად იზიდავს ჭუჭყსა და მტვერს.

გიზიარებთ გამოცდილ ხერხებს, ნოხის სახლის პირობებში მარტივად მოსავლელად.

მტვერსასრუტით წმენდა რეკომენდებულია კვირაში 4-ჯერ.

წელიწადში 3-ჯერ აუცილებლად უნდა გაიტანოთ გარეთ და კარგად დაფერთხოთ, თოვლში კი განსაკუთრებით კარგია, ვინაიდან ხალიჩაში დაბუდებული თვალისათვის უხილავი პარაზიტები მარტივად ნადგურდება.

უჭყის შემჩნევის დროს, დაუყოვნებლივ უნდა გაწმინდოთ, ვინაიდან ლაქების ამოყვანა მოგვიანებით ბევრად რთულია.

ცხელი წყალი და სინოტივე ნოხის სწრაფად დაზიანების წინაპირობაა.

თუ ხალიჩა სველია, აუცილებლად გააშრეთ. ამისათვის უმჯობესია, გარეთ გაიტანოთ და მყარ ძელზე გადაკიდოთ. არავითარ შემთხვევაში არ გაფინოთ სარეცხის თოკზე, ვინაიდან ასეთ დროს მისი ტექსტურა მარტივად დეფორმირდება

არ შეიძლება ნოხის გაწმენდა მყარი ჯაგრისით, ვინაიდან ხალიჩის ზედაპირი ზიანდება. ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ რბილი ჯაგრისი ან ტილო.

მაღაზიაში შეძენილი საშუალებების გამოყენების წინ, თავდაპირველად უკანა ზედაპირის პატარა მონაკვეთზე მოსინჯეთ და შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნოხზე, რაც თავიდან აგაცილებთ მისი ზედაპირის დაზიანებას.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები