ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ფორთოხლის კანს აღარ გადაყრით. სასარგებლო ინფორმაცია დიასახლისებისთვის

268

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ფორთოხლის კანს აღარ გადაყრით. სასარგებლო ინფორმაცია დიასახლისებისთვის

ფორთოხლის კანი შეიცავს 90%-მდე ეთერზეთებს, რომლებიც გამოირჩევიან სასიამოვნო სუნით, გამოიყენებენ დეზინფექციისთვის და სხვადასხვა ზედაპირების დასასუფთავებლად. ფორთოხლის კანი ანტიბაქტერიული საშუალებაცაა. ის კლავს ბაქტერიებს და გამოიყენება ზოგიერთი ლაქის ამოსაყვანად.

ჩვენ ვიცით, რომ ძმარი ასუფთავებს დაბინძურებულ ზედაპირებს, მაგრამ ის ტოვებს უსიამოვნო სუნს. ციტრუსი კი დაგეხმარებათ ამ უსიამოვნო სუნისგან თავის დაღწევაში. ფორთოხლის ქერქი მოათავსეთ ქილაში, დაასხით ძმარი და ერთი კვირის განმავლობაში დადგით თავდახურულ მდგომარეობაში. ასე მიიღებთ ციტრუსის ძმარს, რომელსაც ექნება სასიამოვნო არომატი. გადაწურეთ ეს სითხე სხვა ჭურჭელში და გამოიყენეთ როგორც უნივერსალური გამწმენდი საშუალება.

ციტრუსის კანი კარგი გამწმენდია მინის ჭურჭლის, რომელსაც წყლის ლაქები აქვს. მოათავსეთ ის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და ისე გარეცხეთ. ასევე, საუკეთესო საშუალებაა გაზქურის და მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. ფორთოხლის ქერქი მოათავსეთ თასში, დაასხით ერთი ჭიქა წყალი და შედგით ღუმელში 7-8 წუთით, შემდეგ კი გაწმინდეთ სუფთა ჩვრით.

მარილმოყრილი ფორთოხლის კანი საუკეთესოდ ასუფთავებს აბაზანის ზედაპირებს, ის როგორც სკრაბი ასე გამოიყენება.

სამზარეულოს დაფებს, რომლებსაც თევზის, ხახვის და მწვანილის დასაჭრელად ვიყენებთ, არასასიამოვნო სუნს ინარჩუნებს. ამ სკრაბის საშუალებით გამოყენებული დაფები კარგად სუფთავდება, ის სადეზინფექციო საშუალებაცაა. ამის შემდეგ კარგად უნდა გაირეცხოს და დავკიდოთ, რომ დაიწუროს.

სახლში უსიამოვნო სუნის გასაქრობად გამოიყენეთ ასეთი ნარევი: 2 ცალი ფორთოხლის ქერქი, 1 ს/კ ვანილი, 1 კ. მიხაკი და 3 ჩხირი დარიჩინი მოათავსეთ ქვაბში, დაამატეთ 2 ს/კ ძმარი და შეავსეთ წყლით. ადუღეთ მანამ, სანამ არ გამოსცემს სასიამოვნო სუნს. ასეთი არომატული საშუალება დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის გაქრობაში.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები