მოამზადეთ სახლში კიტრის ნიღაბი, რომელიც ბოტოქსის ნატურალური ვარიანტია. შედეგი გაგაოცებთ

363

მოამზადეთ სახლში კიტრის ნიღაბი, რომელიც ბოტოქსის ნატურალური ვარიანტია. შედეგი გაგაოცებთ

სახის კანი, ყოველდღიურ მოვლას საჭიროებს, რომ არ გაჩნდეს ნაადრევი ნაოჭები, ლაქები, აკნე და შავი წერტილები. ეს კი საკმაოდ არასასიამოვნო შესახედია. სახის კანის გაახალგაზრდავებისა და დაცვის, ასევე, სილამაზის შენარჩუნების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ნიღაბია. თუმცა, სულაც არ არის საჭირო, მისი მაღაზიაში შეძენა და ძვირის გადახდა. ადვილად შეგიძლიათ, სახლში თავად მოიმზადოთ ნიღაბი ბუნებრივი ინგრედიენტებისგან.

კიტრი არა მარტო სალათის შეუცვლელი ინგრედიენტია, არამედ იგი შესანიშნავი კოსმეტიკური საშუალებაცაა, რომლის გამოყენებაც თქვენი სახის კანზე ეფექტურად აისახება.

ყველაზე მარტივი ნიღაბი, რომელიც თქვენს კანს სიჯანსაღეს მიანიჭებს, შემდეგნაირად მზადდება: კანი გააცალეთ და კიტრის რბილობი ფაფისებურ მასად აქციეთ. წაისვით სახეზე და  15 წუთის მერე ჩამოიბანეთ ცივი წყლით.

კიტრის ნიღაბი ნაოჭების გასაქრობად და კანის დასაჭიმად: კიტრი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, შევურიოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა და დავამატოთ რამოდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. წავისვათ სახეზე და გაშრობის შემდეგ ხელსახოცით ფრთხილად ჩამოვიწმინდოთ. ამის შემდეგ კი სახე მინერალური წყლით უნდა დავიბანოთ.

ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ გამწმენდი ლოსიონი სახლის პირობებში. ამისათვის ასევე უნდა გახეხოთ კიტრი წვრილ სახეხზე და დაასხათ არაყი პროპორციით 1:1-ზე. სამი დღე-ღამის განმავლობაში უნდა დადგათ ამგვარად დამზადებული ლოსიონი და შემდეგ მოათავსოთ მაცივარში. გამოყენების წინ უნდა გააზავოთ წყლით 1:1-ზე და ბამბის დისკით გაიწმინდოთ სახე.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia