გაითვალისწინეთ ეს 5 რჩევა და თქვენი კანი 10 წლით გაახალგაზრდავდება!

1261

გაითვალისწინეთ ეს 5 რჩევა და თქვენი კანი 10 წლით გაახალგაზრდავდება!

პრაქტიკამ აჩვენა, რომ მთავარია არა ის თუ რამდენს იხდით კოსმეტიკურ საშუალებებში, არამედ ის, თუ როგორ უვლით კანს.
ჩვენ გთავაზობთ რჩევებს კანის მოვლის შესახებ, ყურადღებით წაიკითხვეთ და აუცილებლად გაითვალისწინეთ!

როგორ მოვუაროთ კანს სწორად

1.გასუფთავება

სტატისტიკის მიხედვით, 10 ქალიდან 4 მაკიაჟის მოუშორებლად იძინებს. რეალურად ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, სახის გასუფთავების დროს თქვენ კანს ამზადებთ მომავალი კოსმეტიკური პროცედურებისთვის და არ ღირს ამ ეტაპის გამოტოვება.

სახის კანისა და ყელის არის გასუფთავება საჭიროა დღეში 2 ჯერ: დილით ცხიმისგან საღამოს კი კოსმეტიკის, მტვერის და ჭუჭყისგან.
აირჩიეთ კოსმეტიკური საშუალება კანის ტიპის მიხედვით. მათ, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, უმჯობესია სახე ქაფით ან ჩამოსაბანი საშუალებით გაისუფთაოს, მშრალი კანის შემთვევაში კი შეარჩიეთ გამწმენდი რძე.

წაისვით გამწმენდი საშუალება სახეზე, მსუბუქი მოძრაობებით გაყევით ხაზებს, გაიჩერეთ 20 წამით და ჩამოიბანეთ. თვალის მაკიაჟის მოსაშორებლად გამოიყენეთ სპეციალურად ამ ზონისთვის განკუთვნილი გამწმენდი საშუალება.

2.მატონიზირებელი საშუალებები

გასუფთავების შემდეგ კანი რომ უკეთ აღდგეს, გამოიყენეთ ტონიკი. შეარჩიეთ ტონიკი, რომელიც შეიცავს C ვიტამინს, ის თქვენს კანზე ორმაგად იზრუნებს. გამაახლგაზრდავებელი თვისებები აქვს ვარდის წყალსაც.(იყიდება აფთიაქებში)

3.გაჯერება

დაბერების პროცესის წინააღმდეგ, საუკეთესო საშუალებაა სხვა და სხვა შრატები. როგორ წესი, ეს საშუალებები შეიცავს კანისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შედარებით ჭარბი რაოდენობით, ვიდრე ჩვეულებრივი გელი და კრემები.
შრატების სპეციალური ფორმულა საშუალებას იძლევა აქტიურად და სიღრმისეულად შეითვისოს კანმა სასარგებლო ნივთიერებები.
შეიზილეთ პროდუქტი დღეში ორჯერ. ზოგიერთი შრატი შეიცავს რეტინოლს(ვიტამინი A) რომელიც თქვენს კანს მზის სხივების მიმართ მგრძნობიარეს ხდის, ამიტომ გამოიყენეთ დამცავი საშუალებაც

4.თვალის გარშემო არე

მიუხედავად იმისა, რომ თვალის ირგვლივ კანის მოვლის უამრავი საშუალება იყიდება, ყველა შემადგენლობა არ უხდება ამ კანს. თუ თქვენი კანი ზედმეტად მგრძნობიარეა, კრემი კი ზედმეტად აქტიური, შესაძლოა ჩაშავებული კანის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ.
წაისვით სპეციალურად ამ დანიშნულების კრემი მსუბუქი მოძრაობებით. დიამსაჟეთ თითის ბალიშებით კანი თვალის გარშემო. თუ უკვე გაქვთ ნაოჭები, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური შრატები, რომელსაც კრემის ქვეშ ისვამენ.

5.დატენიანება და კვება

ხარისხიანი პროდუქცია კანს არბილებს და ატენიანებს. ყურადღება მიაქციეთ შემადგენლობას: ანტიასაკობრივი კრემი უნდა შეიცავდეს რეტინოლს, ჰიალურონის მჯავას, მცენარეულ ღეროვან უჯრედებს, პეპტიდურ კომპლექსს, და ა.შ.

გაითვალისწინეთ ჩამოთვლილი 5 რჩევა და მოუარეთ საკუთარ კანს სრულფასოვნად, რათა ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

frenis kompensacia
frenis kompensacia