ლამაზი ყელისა და ნიკაპის ელექსირი – კომპრესები ყელზე მოშვებული კანისთვის…!
1 ჭიქა წყალში გახსენით 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი სამედიცინო სპირტი და 1 ჩაის კოვზი მარილი. გაისუფთავეთ ყელი და ბამბის ტამპონის მეშვეობით წაისვით მომზადებული ხსნარი.
არ ჩამოიბანოთ. როცა ყელი გაშრება, თითების ბალიშების ნაზი დარტყმით შეიზილეთ მკვებავი კრემი. ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ გაიმეორეთ. ერთ თვეში ღაბაბიც გაქრება და ყელზე ნაოჭებიც.
ყელის მოვლა
იმისათვის, რომ ყელისა და ნიკაპის მიდამოებში კანი არ მოეშვას, ჩაიტარეთ შემდეგი მარტივი პროცედურა: რამდენიმე ფენად მოკეცილი ბინტი დაასველეთ მარილწყალში (ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი) და დაიდეთ პრობლემურ ადგილებზე, ზემოდან შეიხვიეთ მშრალი ბინტით. გაიჩერეთ ნახევარი საათი. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ. ეს კომპრესი კარგად დაჭიმავს მოშვებულ კანს ყელზე.
კანი შესანიშნავად რეაგირებს ზღვის მარილზე. დააკვირდით ზღვაზე დასვენების შემდეგ თქვენს ყელს და მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა.
და კიდევ ორი მეთოდი ყელის მოსასვლელად:
მოზილეთ საფუვრიანი ცომი, გააბრტყელეთ და დაიდეთ ყელზე 30 წუთი. ეს ნიღაბი არაჩვეულებრივად ამკვრივებს კანს. გაიკეთეთ ნიღაბი დღეგამოშვებით ერთი თვის მანძილზე და ყელზე გადაჭიმული კანის ეფექტი ნახევარი წელი შეგინარჩუნდებათ. შემდეგ კვლავ გაიმეორეთ. ამ მეთოდის გამოყენება სახის კანზეც შეგიძლიათ.
ასევე, ყელზე ნაოჭებს კარგად ებრძვის კარტოფილის პიურე, რომელშიც დაუმატებთ 1 ჩაის კოვზ გლიცერინსა და 1 ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს. პიურე გაანაწილეთ ქსოვილზე და დაიდეთ ყელზე, ზემოდან კი შემოიხვიეთ შარფი. გაიჩერეთ ეს კომპრესი 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. რამდენიმე კომპრესის გაკეთების შემდეგ ყელზე ნაკეცები გაქრება.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.