უნაბის საოცარი თვისებები, რომლის შესახებ აქამდე არ გსმენიათ. ნამდვილი მკურნალია

4479

უნაბის საოცარი თვისებები, რომლის შესახებ აქამდე არ გსმენიათ. ნამდვილი მკურნალია

უნაბი საქართველოში გავრცელებულ ხეხილოვან კულტურებს შორის ერთ-ერთი უძველესია. ეს საუკეთესო ხილი არაერთი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მათ შორის, ფილტვების დაავადებების, ტუბერკულოზის, ასთმის, კატარული ხველისა და ჰიპერტონიის დროსაც.

ნედლი ნაყოფი შეიცავს 20-25 პროცენტამდე შაქარს, C ვიტამინსა და სასარგებლო მჟავებს, ხოლო ხმელ ნაყოფში შაქრის შემცველობა 65 პროცენტამდე ადის. უნაბის ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის.

უნაბი აახალგაზრდავებს უჯრედებს და ასუფთავებს ორგანიზმს ქოლესტერინისგან, ტოქსინებისა და შლაკებისგან, გამოაქვს მძიმე ლითონები და ზედმეტი წყალი

არეგულირებს ნაღვლის დენას

აძლიერებს ღვიძლის მუშაობას

მეძუძურ დედებში ზრდის რძის ოდენობას და ხარისხს.

უნაბს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი თვისების გამო იყენებენ შარდსასქესო ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ.

სასარგებლოა ნაყოფი და მისი ნახარში ბრონქიტის, ტრაქეიტის, ლარინგიტის და ყივანახველის დროს

უნაბის თესლს – კურკას აქვს სედატიური მოქმედება, არეგულირებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. 100 გრამ კურკას ასხამენ ნახევარ ლიტრ წყალს, ადუღებენ 10 წუთს, უმატებენ 100 გრამ სპირტს და აჩერებენ 8 საათის განმავლობაში. შემდეგ წურავენ და სვამენ 3-ჯერ დღეში 1 სადილის კოვზით ნევრასთენიის, უძილობისა და ტაქიკარდიის დროს.

ფოთოლს ჰიპოტენზიური და ხველის საწინააღმდეგო უნარი აქვს, არეგულირებს გულის რითმს. მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს ასხამენ მდუღარეს, აყენებენ 1 საათის განმავლობაში, იღებენ 2 სადილის კოვზს 3-ჯერ დღეში.

ქერქს, ზოგადად, ორგანიზმის მოსაძლიერებელი თვისება აქვს და შემკვრელიცაა. 10 გრამ ქერქს აქუცმაცებენ, ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, კიდევ 10 წუთს ადუღებენ, წურავენ და იღებენ 2 სადილის კოვზს ჭამამდე 30 წუთით ადრე.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები