აი, რატომ უნდა მიირთვათ ბევრი სტაფილო. მისი სასარგებლო თვისებები გაგაოცებთ
სტაფილო დიდი რაოდენობით შეიცავს კაროტინს, ეს უკანასკნელი კი ძალიან სასარგებლოა მხედველობისა და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად.
კაროტინის გარდა, სტაფილოში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა, მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ხელს უწყობს ნერვული სისტემის, კანის, თმის გაჯანსაღებას; სტაფილო ასევე შეიცავს ვიტამინ C-ს, იოდს, კალიუმს, ფოსფორს, სპილენძს, მიკროელემენტებსაც და სხვა ნივთიერებებს.
ვიტამინი PP საუკეთესო საშუალებაა უძილობისა და დეპრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად; E ვიტამინი აფერხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასა და დაბერების პროცესს.
მცენარეული უჯრედების დიდი რაოდენობის წყალობით, სტაფილო ორგანიზმიდან აქტიურად გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს, რითაც ორგანიზმს სიმხნევეს უნარჩუნებს, კანს კი – სასიამოვნო ელფერს.
თუ გსურთ, ჯანმრთელი ღრძილები და კბილები გქონდეთ, ხშირად ჭამეთ სტაფილო. ის ასუფთავებს კბილის მინანქარს საკვები ნარჩენებისგან, ებრძვის კარიესისა და ღრძილების ანთების გამომწვევ მიკრობებს.
გაციებისა და ყელის ტკივილის დროს კარგია ახალგამოწურული სტაფილოს წვენის ყელში გამოვლება. სტაფილოს წვენი თაფლთან ერთად კარგია ხველების დროს, რძესთან ერთად კი ბრონქული ასთმის შეტევებს ასუსტებს. უმი სტაფილო ძალიან სასარგებლოა თირკმელების, ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს.
გახეხილი სტაფილოს ფაფას დამწვრობისა და იარების სამკურნალოდ უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ, გაუხეშებულ კანზე კი კვერცხის გულთან გაზავებული წაისვით.
ასევე, სტაფილო ებრძვის კიბოს განვითარებას. ამიტომ, ის, ვინც სტაფილოს რეგულარულად მიირთმევს, ზედმეტ საშიშროებებს აირიდებს თავიდან.
სტაფილო უფრო მეტ სასარგებლო თვისებებს შეიძენს, თუ მას ზეთსა და არაჟანს მოასხამთ და ისე მიირთმევთ, რადგან კაროტინს ორგანიზმი მხოლოდ ცხიმთან ერთად ითვისებს.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.