როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან ტოქსინები?
ორგანიზმის გაწმენდის პროცესი ძალიან სენსიტიურია, ამიტომაც უნდა მოიქცეთ რბილად და აკურატულად. საუკეთესო მიდგომად ითვლება ამის გაკეთება ხალხური მეთოდებით, ამიტომ გთავაზობთ ყველაზე მინიმალური უკუჩვენების მქონე საშუალების მომზადების ხერხს:
საჭირო ინგრედიენტებია:
5 კბილი ნიორი
ერთი საშუალო ხახვი
120 მილილიტრი წყალი
მომზადება:
1. დაამატეთ მდუღარე წყალში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი.
2. ადუღეთ ნარევი ოთხი-ხუთი წუთი.
3. გააგრილეთ ოცი წუთის მანძილზე და დაიწყეთ მკურნალობა.
მიღებულ სითხეში ჩაამატეთ მარლა ან რამდენიმე ბამბის დისკი. კარგად გაცივების შემდეგ დაიფინეთ ტერფებზე და დაიმაგრეთ პლასტირით, შემდეგ კი ჩაიცვით ბამბის წინდები. რეკომენდირებულია ამ პროცესის ჩატარება ძილის წინ. დილით გაღვიძების შემდეგ მოიშორეთ კომპრესები და მაშინვე შეამჩნევთ, რომ ისინი გამუქებული იქნება ორგანიზმიდან გამოღებული ტოქსინებით. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ თქვენ წარმატებით ჩაიტარეთ სახლის პირობებში დეტოქსიკაციის პროცედურა.
ეს პროცედურა სასურველია ჩაიტაროთ ერთი კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით. ამის შემდეგ საკმარისი იქნება კვირაში ერთი პროცედურის ჩატარება ერთი თვის მანძილზე. ასეთი გრაფიკით ეს კურსი შეგიძლიათ ჩაიტაროთ წელიწადში ორჯერ ან სამჯერ, რითაც თქვენს ორგანიზმს იდეალურად გაწმენდთ და დადებითად იმოქმედებთ საკუთარ ჯანმრთელობასა და შინაგან პროცესებზე.