როგორ დავწიოთ სისხლში შაქრის დონე წამლის გარეშე? გთავაზობთ 9 რჩევას

17523

როგორ დავწიოთ სისხლში შაქრის დონე წამლის გარეშე? გთავაზობთ 9 რჩევას.

თუ თქვენ გაქვთ დიაბეტი ან გაქვთ მისი განვითარების საშიშროება, მედიკამენტების გარდა, სწორი კვება დაგეხმარებათ ​​შაქრის დონის დაწევასა და კონტროლში.

1. რეგულარულად იკვებეთ უკრახმალო ბოსტნეულით. სახამებლის შემცველი ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, კიტრი, სტაფილო და ისპანახი, ხელს უწყობს სისხლში შაქრის მნიშვნელოვნად შემცირებას და ამავდროულად სხეულისთვის აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს უზრუნველყოფს. ერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაგნიუმის მაღალი შემცველობა შაქრიან დიაბეტს ათი პროცენტით ამცირებს.

2. ჭამეთ ნიგოზი და თხილეული. ნიგოზის, თხილის, ნუშის და პისტას მიღება კარგია სისხლში შაქრის შესამცირებლად. თხილი მონოუჯერი ცხიმების შესანიშნავი წყაროა, რაც არ გაზრდის სისხლში შაქარს, როგორც სხვა საკვებს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაკლის ცხიმი უჯრედებს უფრო მგრძნობიარეს ხდის ინსულინის მიმართ, რაც სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

3. გამოიყენეთ მარცვლეული. მთელი მარცვლეული, როგორიცაა შვრიის ქატო, ჭვავი და ქერი მდიდარია ბოჭკოთი და შეიცავს ბეტა-გლუკანს. ის ხელს უწყობს კუჭში საკვების მონელებას და ამით ხელს უშლის სისხლში შაქრის მომატებას.

4.თქვენი საკვები გაამდიდრეთ დარიჩინით. დარიჩინი და მისი მსგავსი სუნელები გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე უბრალოდ არომატია. უზმოზე დარიჩინის მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს შაქრის დონეს. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ დარიჩინს ასევე შეუძლია ასტიმულიროს პანკრეასში ინსულინის სეკრეცია. კვლევებმა აჩვენა რომ დიაბეტით დაავადებულები, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში უზმოზე იღრბდნენ დარიჩინს, მათ სისხლში 25%ით შემცირდა შაქარი.

5. მიიღეთ რძის პროდუქტები. დღის განმავლობაში დალიეთ მინიმუმ 500მლ რძე ან იოგურტი დაბალ პროცენტიანი. 3000 ადამიანზე ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათ, ვისაც ჭარბი წონა ჰქონდათ, მაგრამ ასევე ბევრი რძის პროდუქტიც მოიხმარეს, 70% -ით ნაკლები ალბათობა აქვთ ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარების. რძის პროდუქტებში არსებული ლაქტოზა, ცილები და ცხიმები სტაბილიზირებენ სისხლში შაქრის დონეს.

6.ყურადრებით აირჩიეთ პური. თუ ნამდვილად გინდა პური, აარჩიე ისეთი, რომელსაც აქვს მინიმუმ სამი გრამი ბოჭკო და სამი გრამი ცილა თითო ულუფაზე. ამ ტიპის პური ანელებს გლუკოზის შეწოვას და ამცირებს ინსულინის ზრდის პროცესს.

7.რაციონში დაამატეთ მოცვი. მოცვში ყველაზე ცოტა შაქარია ვიდრე სხვა კენკოვნებში. მოცვის ბიოაქტიური ნაერთები ასევე ზრდის ინსულინის მგრძნობელობას.

8. მეტი ისეირნეთ. დღეში გაიარეთ ფეხით დაახლოებით ორი კილომეტრი. აშშ-ს კვლევამ აჩვენა, რომ სიარულმა დიაბეტით სიკვდილის რისკი შეამცირა. ეს იმიტომ ხდება, რომ სიარულისას თქვენი უჯრედები უფრო რეაგირებს ინსულინზე, რაც სისხლში შაქრის უკეთეს კონტროლსა და მართვას იწვევს.

9.აუცილებლად გამოიძინეთ. აუცილებელია ღამით მინიმუმ რვა საათი ძილი, რადგან ძილის უკმარისობა მაღლა წევს სისხლში შაქრის დონეს.ასევე, თქვენი ყოველდღიური პრიორიტეტი გახადეთ სტრესის შემცირება და დასვენება, რადგან სტრესი ზრდის სისხლში შაქარს და არტერიულ წნევას.

Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები