რატომ უნდა ჭამოთ ნედლი გოგრა: ბოსტნეული გასაოცარი სამკურნალო თვისებებით.

3542

რატომ უნდა ჭამოთ ნედლი გოგრა: ბოსტნეული გასაოცარი სამკურნალო თვისებებით.

გოგრის ნედლად მიღება შეიძლება და ამავდროულად, სასარგებლოა. მერწმუნეთ, ამ ფორმით ის არანაკლებ გემრიელია და უფრო სასარგებლოა, ვიდრე ბოსტნეული მოხარშვის შემდეგ. აქ მოცემულია რეცეფტი, როგორ გამოიყენოთ სწორად გოგრა, რომ იყოს სასარგებლო.

ნედლი გოგრა უნიკალური ბოსტნეულია! იგი შეიცავს იშვიათ T ვიტამინს, რომლის ნაკლებობა იწვევს მეტაბოლურ დარღვევებსა და ჰემატომას. მათთვის, ვინც ოცნებობს წონის დაკლებაზე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაუმჯობესებაზე, სისუსტესთან და სტრესთან გამკლავებაზე, ეს ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! კოქტეილის დახმარებით, რომელიც დაფუძნებულია ნედლ ბოსტნეულზე, შეგიძლიათ გააძლიეროთ თქვენი იმუნური სისტემა და სრულად დატკბეთ.

ნედლი გოგრის მოხმარება ნებადართულია 0,5 კგ-მდე დღეში. მოხარშული ან გამომცხვარი - 2 კგ-მდე. ნედლ პროდუქტში კი მრავალი მნიშვნელოვანი ვიტამინია, ამიტომ იგი უფრო სასარგებლოა.

ნედლი გოგრის კოქტეილის რეცეფტები:

გოგრა+სტაფილო:  100 გრ სტაფილო, 150 გრ გოგრა, 1 ჭიქა იოგურტი( ხილის გარეშე). სტაფილო გახეხეთ სახეხზე, დაჭერით გოგრა წვრილად, შემდეგ ბოსტნეული მოათავსეთ ბლენდერში და დაასხით იოგურტი, ათქვიფეთ. სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი, დარიჩინი ან კურკუმა.

გოგრა+ფორთოხალი: 200 გრ გოგრა, 1 წვნიანი ფორთოხალი, 2ც ფინიკი, 2ც გარგარის ჩირი, დარიჩინი გემოვნებით. გოგრა, ფორთოხლის რბილობი და ხმელი ხილი დავჭრათ კუბიკებად, მოვათავსოთ ყველაფერი ბლენდერში და ავთქვიფოთ.

გოგრა+შვრიის ფანტელები: 200 გრ გოგრა, 2-3 ს.კ. შვრიის ფაფა, 200 მლ რძე, 1 ჩ.კ თაფლი, 1/4 ჩ.კ. დარიჩინი. დაჭერით გოგრა პატარა ნაჭრებად, მოათავსეთ ბლენდერში, შემდეგ დაამატეთ შვრიის ფაფა, თაფლი, დარიჩინი და რძე. გადაურიეთ. თუ გსურთ წონაში დაკლება დაუმატეთ ჯინჯერი.

კოქტეილები უმჯობესია მიირთვათ უზმოზე.

ყველა წარმოდგენილი კოქტეილი ასტიმულირებს სხეულის დამცავ თვისებებს, ანიჭებს სიცოცხლისუნარიანობას და უბრალოდ სასიამოვნოა. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს ეს სტატია.

frenis kompensacia
frenis kompensacia