მივიწყებული კოსმეტიკა- ხახვი ნაოჭების საწინააღმდეგოდ!

1717

მივიწყებული კოსმეტიკა- ხახვი ნაოჭების საწინააღმდეგოდ!

ხახვი, როგორც აღმოჩნდა, უნიკალური წამალია ნაოჭების წინააღმდეგ საბრძოლველად! მათ, ვინც რეგულარულად იყენებდა ამ ნიღაბს, 50 წლის ასაკში, ნაოჭები პრაქტიკულად არ აღენიშნებოდათ. რამდენად სასარგებლოა ხახვი კანისთვის?

ხახვი შეიცავს აზოტოვან ნივთიერებებს, ფიტონციდებს, ლიმონმჟავას და ვაშლის მჟავებს, ვიტამინებს A, B1, B2, PP, C. ხახვის ეთერზეთის მთავარი შემადგენელი არის გოგირდი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კოლაგენის სინთეზისთვის. ეს ნივთიერება კანს აძლევს საჭირო სტრუქტურას. ხახვი შეიცავს უამრავ სილიციუმს, რომელიც გამოიყენება თმის პრობლემების დროს.

ხახვის რეცეფტი ნაოჭების საწინააღმდეგოდ

ხახვის კომპრესი ითვლება ყველაზე ეფექტურ საშუალებად. აიღეთ 1/3 ჭიქა ხახვის ახალი წვენი და დოლბანდი რამდენიმე ფენად დაკეცილი და ჩაალბეთ წვენში. კისერზე, დეკოლტის მიდამოში წაისვით და გაიჩერთ 20-30 წუთის გნმავლობაში. თუ ისე აგეწვებათ, რომ ვერ შეძლებთ ამდენი ხნით გაჩერებას, 10-იც რომ გაიჩეროთ მაინც ეფექტური იქნება. თუ ცოტა ლაქები დაგრჩებათ არ შეგეშინდეთ, დაბანის დროს გადადის.

გამოიყენეთ სიფრთხილით მგრძნობიარე კანზე. კომპრესის შემდეგ, ჩამოიბანეთ წვენი კანიდან თბილი წყლით, ბამბის დისკისა და გამწმენდი რძის გამოყენებით. შემდეგ წაისვით ციტრუსის წვენი(სუნის გასაქრობად) და ისევ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. წაისვით ნებისმიერი მცენარეული ზეთი სახეზე და კისერზე 15-20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გააკეთეთ მსუბუქი მასაჟი და მოიცილეთ ხელსახოცით.

ნაოჭების დროს გამოიყენეთ ხახვის კომპრესები 2 დღეში ერთხელ. შემდეგ - კვირაში ერთხელ. კანი მიეჩვევა და გაღიზიანება შემცირდება.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

frenis kompensacia
frenis kompensacia