6 რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როდესაც ყოველდღე კურკუმას მიირთმევთ.

1350

6 რამ, რაც თქვენს სხეულს ემართება, როდესაც ყოველდღე კურკუმას მიირთმევთ.

კურკუმას იყენებდნენ 4000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. მცენარე ბუნებრივი ანტიბიოტიკია. კურკუმა მხოლოდ ბაქტერიებზე მოქმედებს და ორგანიზმს ზიანს არ აყენებს. ეფექტურად ებრძვის ანთებებსა და სხვადასხვა წარმონაქმნებს. ის გამოიყენება ნებისმიერი დაავადებისა და ვირუსის დროს. წარმოგიდგენთ კურკუმას 6 მთავარ თვისებას:

1. ამცირებს ანთებას. კურკუმა ითვლება ძლიერ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად. ეს სუნელი შეიცავს 20-ზე მეტ ანთების საწინააღმდეგო ნარევს.

2. ამცირებს კიბოს რისკს. მიუხედავად იმისა, რომ კურკუმას კიბოს საწინააღმდეგო ეფექტურობის კვლევები საწყის ეტაპზეა, ცხოველებზე ჩატარებულმა სხვადასხვა ლაბორატორიულმა კვლევებმა პერსპექტიული შედეგები აჩვენა. ამერიკაში მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ კურკუმაში არსებული ნაერთი, ერევა რამდენიმე მნიშვნელოვან მოლეკულურ გზას, რომლებიც მონაწილეობენ კიბოს განვითარებაში, ზრდასა და გავრცელებაში.

3. ეხმარება საჭმლის მონელებას და ამსუბუქებს საჭმლის მონელების პრობლემებთან დაკავშირებულ დარღვევებს. მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სასარგებლოა კურკუმა, საჭმლის მონელების და წყლულოვანი კოლიტის სამკურნალოდ. აქ მოცემულია კვლევების დასკვნები: კურკუმინი, კურკუმას კომპონენტი, ასტიმულირებს ნაღვლის წარმოქმნას ნაღვლის ბუშტში, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელების გაუმჯობესებას. კურკუმინი წარმოადგენს პოტენციურ დაცვას წყლულოვანი კოლიტისგან, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქრონიკული აშლილობისგან.

4. აუმჯობესებს ტვინის მუშობას. კურკუმას ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სარგებელი არის მისი დადებითი გავლენა ჩვენს ტვინზე. მკვლევარების აზრით, კურკუმა ხელს უწყობს ინფორმაციის გაღვივებისა და დამუშავების უნარის გაზრდას სხვადასხვა გარემოში.

5. აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას. კურკუმა ასევე ხელს უწყობს გულის გაჯანსაღებას.

6. მკურნალობს ართრიტის სიმპტომებს. კურკუმას ანთების საწინააღმდეგო თვისებების გამო დადასტურდა, რომ იგი ეფექტურად მკურნალობს ართრიტს. მრავალი პროფესიონალი იზიარებს მოსაზრებას, რომ კურკუმა უფრო ძლიერი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, ვიდრე მრავალი სხვა მედიკამენტი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები