გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური მეთოდი! გაეცანით რამოდენმე პროდუქტს, რომელიც აგარიდებთ გუძლარვას.

3154

გულძმარვის საწინააღმდეგო ხალხური მეთოდი! გაეცანით რამოდენმე პროდუქტს, რომელიც აგარიდებთ გუძლარვას.

1. წიწიბურა. ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური ხალხური საშუალება გულძმარვის დროს. წიწიბურა მოხალეთ ცხელ ქვაბში ზეთის გარეშე, სანამ მუქი ყავისფერი არ გახდება, დაფქვით და გაცერით. მიიღეთ დღეში სამჯერ დანის წვერით.

2. შვრია და ქერი. უხსოვარი დროიდან, ხალხურ მედიცინაში შვრია და ქერი ცნობილია, როგორც სამკურნალო საშუალებები, რომლებიც სწრაფად აშორებენ გულძმარვას. უბრალოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ღეჭეთ პირში შვრია ან ქერის მარცვლები, ნერწყვი გადაყლაპეთ. გულძმარვა ჩვეულებრივ რამდენიმე წუთში ქრება.

3. კომბოსტო. ნელა შეჭამეთ კომბოსტოს ფოთოლი ძილის წინ 5-10 წუთით ადრე. გარდა გულძმარვის მოცილებისა, ძილი გაუმჯობესდება,გაივლის დაღლილობაც.

4. ნიახური. ნიახურის ახალი ღერო კარგია გულძმარვის სამკურნალოდ. რეკომენდებულია 1-2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ მიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ერთი თვის განმავლობაში. ნიახურის გამხმარი ფესვების მიღება შეიძლება ინფუზიის სახით: 2 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ნიახურის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20-30 წუთი და დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

5. გვირილა. გულძმარვის მკურნალობა შეიძლება გვირილის ინფუზიით – ხელს უწყობს კუჭის მჟავიანობის შემცირებას. გამხმარი გვირილის ინფუზიის მოსამზადებლად აიღეთ 2-3 ს.კ. გვირილა და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ 10-20 წუთით, გაფილტრეთ და დალიეთ მცირე ყლუპებით. ყოველდღიური ნორმა არის სამი ჭიქა გვირილის ინფუზია.

6. სელის თესლი. ინფუზიის მოსამზადებლად საღამოს 1 ჩ.კ. სელის თესლს დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, დილით დალიეთ უზმოზე. სელის ნაყენი უნდა დალიოთ ორი კვირის განმავლობაში.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები