როგორ ცვლის სოდა ადამიანის ცხოვრებას?!

2260

როგორ ცვლის სოდა ადამიანის ცხოვრებას?!

მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიყენებთ საცხობ სოდას, მისი თვისებები ბევრისთვის მაინც საიდუმლოდ რჩება. ჩვენ გესაუბრებით ამ სტატიაში სოდის უპირატესობაზე. ნახეთ, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ სოდა 11 განხვავებული მეთოდით.

1. ბუნებრივი დეოდორანტი. ანტიპერსპირანტები მდიდარია ალუმინის და პარაბენების რაოდენობით, ასე რომ, თუ გსურთ მოიცილოთ მძიმე ნაერთები, მაშინ სოდა თქვენთვის მისწრებაა. წაისვით სოდა იღლიებში და სუნი აღარ გექნებათ.

2. ქავილის შეწყვეტა სოდით. სოდა გახსენით წყალში და წაისვით იმ ადგილებზე, სადაც გექავებათ.

3. გულძმარვა. შეურიეთ ½ ჭიქა წყალი ½ ჩ.კ. სოდა, დალიეთ ნარევი ყოველ ორ საათში საჭმლის მონელების, გულძმარვისა და კუჭის ტკივილის სამკურნალოდ.

4. ფეხების გაწმენდა. გახსენით წყალში 3 ს.კ სოდა და ჩაალაგეთ ფეხები. ან გააკეთეთ პასტა და ამით გაიხეხეთ ქუსლები.

5. სარელაქსაციო აბაზანა. ჩაყარეთ სოდა წყალში და მიიღეთ სოდიანი წყლის აბაზანები.

6. გაისუფთავეთ ხელები. შეურიეთ წყალი და სოდა 1:3 თანაფარდობით და გამოიყენეთ ნარევი ხელებიდან უსიამოვნო სუნისა და ჭუჭყის მოსაცილებლად.

7. სახის გაწმენდა. შეურიეთ წყალი და 1 ს.კ. სოდა. წაისვით და მოიცლეთ ზედმეტი წერტილები და გამონაყარი.

8. დამწვრობის მკურნალობა. თბილ წყალს დაუმატეთ ნახევარი ჭიქა სოდა და აბაზანა მიიღეთ მზის დამწვრობის სამკურნალოდ. ან, დაასველეთ ქსოვილი ან პირსახოცი ნარევში და წაისვით პირდაპირ მტკივნეულ ადგილებში.

9. კბილის პასტა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ საცხობი სოდა ასტიმულირებს ნადების მოცილებას. წაისვით ღრძილებზე ბაქტერიების მოსაცილებლად.

10. კბილების გათეთრება. აიღეთ მარწყვი და შეურიეთ ½ ჩ.კ სოდა. შემდეგ წაისვით კბილებზე და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ გაიხეხეთ კბილები, როგორც ჩვეულებრივ აკეთებთ და კარგად ჩამოიბანეთ. გააკეთეთ ეს კვირაში ერთხელ.

11. სოდა როგორც გამწნდი. გარდა ამისა, თუ წყალში აურევთ სოდას, შეგიძლიათ აბაზანა, ყველა სახის ქოთანი, სათამაშოები, დანა-ჩანგალი, ვერცხლის ჭურჭელი და ა.შ. გაწმინდოთ, ასევე შეგიძლიათ სოდა გამოიყენოთ, როგორც ქსოვილის მათეთრებელი. სოდით შეგიძლიათ გაწმინდოთ ხალიჩები, თუ მათ ზემოდან მოაყრით და გააჩერებთ 15 წუთით. ასევე შეგიძლიათ ბოსტნეულის და ხილის გასუფთავებაც.

Facebook კომენტარები