სახამებლის გამოყენების 20 ხერხი!
კარტოფილის უმარტივესი სახამებელი ყოველთვის იყო ყველა სამზარეულოში. ახლა კი ეს ღირებული პროდუქტი მივიწყებულია. როდესაც ბებიამ მითხრა მისი თვისებების შესახებ, თავიდან არ მჯეროდა, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე გამომეცადა. ძვირადღირებული ქიმიკატების ჩანაცვლება შეუძლია სახამებელს.
1. ვერცხლი. ვერცხლის ჭურჭლის, სამკაულების გაწმნდა შეგიძლიათ, თუ სახამებელს გახანით წყალში და ჩაალაგებთ ჭურჭელს. საკმარისია 2 ჩ.კ სახამებელი.
2. ფანჯარა. სახამებლი გახსენით წყალში, შეაშხურეთ მინებს და გაწმინდეთ. საოცარი ბრწყინვალება ექნება მათ.
3. სუფთა ხალიჩა. ხალიჩებზე შესაძლოა ლაქები გაჩნდეს, მის მოცილებაში სახამებელი დაგეხმარებათ. ფხვნილით კარგად დაამუშავეთ ლაქა და შემდეგ კარგად ამოწმინდეთ.
4. დამწვრობა. თუ კანი რუჯის მიღებისას დაგეწვათ ან მწერმა გიკბინათ, სახამებელი წყალში გახსენით და გაღიზიანებულ ადგილზე წაისვით. სანამ ნაკბენი და დამწვრობა არ გაგივლით, კანზე სახამებელი დაიყარეთ, ვიდრე ჩაიცვამთ.
5. მარტივი დაუთოება. თუ გსურთ დაუთოებისას თავიდან აიცილოთ დაკუჭვა და ბევრი წვალების გარეშე მარტივად დააუთაოთ, მაშინ წყალში გახსენით სახამებელი და დანამეთ ტანსაცმელი იქნება ეს თუ თეთრეული. შედეგი გაგაოცებთ.
6. სურნელოვანი სპორტული ფეხსაცმელი. დიახ, ფეხსაცმლის სუნს შესანიშნავად ხსნის სახამებელი. საკმრისია სახამებლიან წყალში ჩაალბოთ ფეხსაცმელი, იგი რამდენიმე საათში სუნს შეიწოვს და დილას სუფთა ფეხსაცმელი დაგხვდებათ.
7. და 8. ტყავის ტანსაცმელი და ავეჯი. თუ ტყავის ქურთუკი ან სავარძელი დაგილაქავდათ, დააყარეთ სახამებელი და მთელი ღამე დატოვეთ. დილით სველი ტილოთი კარგად გაწმინდეთ.
9. და 10 წიგნი და კარტი. პლასტმასის ტომარაში ჩადეთ კარტები, ჩაყარეთ მასში სახამებლი და შეანჯღრიეთ. ძველ წიგნებს უსიამოვნო სუნი უჩნდება. სახამებელი დაგეხმარებათ სუნის გაქრობაში. მოაყარეთ წიგნის ფურცლებზე და კარგად დაფერთხეთ.
11. დამამშვიდებელი. ასეთი ღირებული ნივთის მისაღებად საჭიროა უბრალოდ სახამებელი შეურიოთ თქვენს საყვარელ ეთერზეთს. ლავანდა და ვარდის ეთერზეთი შესანიშნავია.
12. მშრალი შამპუნი. როგორც ამბობენ სახამებელი შესანიშნავი მშრალი შამპუნია. საკუთარ თავზე ხშირად არ მიცდია, თუმცა ჩემს ძაღლს ხშირად ვაყრი და მართლაც მშვენიერია.
13. ავეჯის ლაქა. ხის საგნები მიმზიდველ სახეს დაიბრუნებს, თუ სახამებელს და წყალს შეურევთ 1:1 თანაფარდობით და ამ ნარევით გაასუფთავებთ ზედაპირს.
14. სათამაშოები. სათამაშოების დასუფთავებისთვის სახამებელი დაგვჭირდება. სათამაშო ჰერმეტულად დაცულ ცელოფნის პაკეტში მოათავსეთ და სახამებელი დააყარეთ. კარგად შეანჯღრიეთ და მთელი ღამე გააჩერეთ. დილას ამოიღეთ და გაწმინდეთ.
15. კანის გაღიზიანება. როდესაც ბავშვი პატარა იყო, ჩვენ ხშირად ვიყენებდით საფენებს და ვცდილობდით უამრავ სამრეწველო ფხვნილს . საბოლოოდ, სახამებელი საუკეთესო აღმოჩნდა! წყალს დაამატეთ 1-2 ჩ.კ ბანაობისას.
16. დეოდორანტი. ჭარბი ოფლიანობის მოსაშორებლად, თქვენ უნდა ჩამოიბანოთ მკლავები, შემდეგ კი მსუბუქად დაიყაროთ სახამებელი, რომელიც მშრალი იქნება.
17. კერძებში დაუმატეთ სახამებელი თუ გსურთ გაასქელოთ სოუსი თუ ესა თუ ის კერძი.
18. ჰაეროვანი ომლეტი. ათქვეფილ კვერცხს ცოტა სახამებელი დაუმატეთ და თქვენი კვერცხით ჰაეროვან ომლეტს გააკეთებთ.
19. იატაკი. თუ ხის იატაკი ჭრაჭუნობს, მოაყარეთ სახამებელი და შემდეგ მოხვეტეთ. სახამებელი ყველა წვრილ ღრიჭოს ამოავსებს.
20. სახატავი საღებავის მომზადება. აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი წყალი და ორჯერ მეტი სახამებელი, წამოადუღეთ და შემდეგ დაუმატეთ არჩეული საღებავი.