ბანანი გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან: 4 საუკეთესო და დადასტურებული რეცეპტი!

1606

ბანანი გაგათავისუფლებთ ნაოჭებისგან: 4 საუკეთესო და დადასტურებული რეცეპტი!

მოამზადეთ კვირაში 1-2-ჯერ და აღარ იქნება ნაოჭების კვალი!

რეცეფტი-1. კარგად გახეხეთ ერთი მწიფე ბანანი. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ორი სუფრის კოვზი ნაღები (ცხიმიანი კანისთვის რეკომენდებულია ნარევს დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი ახლად გამოწურული ლიმონის წვენი).

კარგად აურიეთ ნარევი, სანამ გლუვი გახდება და წაისვით სუფთა კანზე. ოცი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ პროდუქტის ნარჩენები თბილი გამდინარე წყლით და გაასუფთავეთ სახე სამკურნალო გვირილის ან მაღალი ხარისხის მწვანე ჩაისგან დამზადებული ყინულით.

რეცეპტი 2. გახეხეთ ნახევარი მწიფე ბანანი. შეურიეთ მზა ნარევი ერთ კვერცხის გულს და ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ან ნიგვზის ზეთს. წაისვით თხელი ფენით სახის მთელ ზედაპირზე და გააჩერეთ ოცი წუთის განმავლობაში. პროცედურის დასრულების შემდეგ ნიღაბი ადვილად შეგიძლიათ მოიცილოთ თბილი წყლისა და ბამბის ნაჭრის გამოყენებით.

რეცეფტი-3. შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი ბანანის რბილობის პიურე ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენს და დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა. ათქვიფეთ ნარევი მიქსერში, სანამ ერთგვაროვანი პასტა არ მიიღება, შემდეგ წაისვით თხელი ფენით სახის კანზე და დატოვეთ თხუთმეტი წუთი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ კარგად უნდა დაიბანოთ სახე გრილი წყლით, შემდეგ კი წაისვით ბამბა, რომელიც დასველებული იქნება სამკურნალო გვირილის ინფუზიაში.

რეცეფტი-4. დააბლნდერეთ ბანანი და ფორთოხალი. მზა ნარევი წაისვით თანაბარ ფენად სახისა და კისრის ზედაპირზე. დაახლოებით ოცდახუთი წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურის დასრულების შემდეგ წაისვით ალოე ვერას გული. ნიღბები უნდა გაკეთდეს კვირაში 1-2-ჯერ, 10-12 პროცედურის კურსით.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

frenis kompensacia
frenis kompensacia