პირშუშხა- საუკეთესო ნატურალური ანტიბიოტიკი

977

პირშუშხა- საუკეთესო ნატურალური ანტიბიოტიკი

პირშუშხა ხალხურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების  გადაჭრაში გვეხმარება.

მისი სამკურნალო თვისებები განპირობებულია მცენარეში შემავალი  მასტიმულირებელი ეფექტის მქონე მდგოვის ზეთით, რომელიც აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, არეგულებს pH დონეს, გვიუმჯობესებს მადას, საგრძნობლად გვიმსუბუქებს მდგომარეობას შარდის ბუშტისა და მსხვილი ნაწლავის დაავადებების დროს.

მწვავე ხველის, ბრონქიტის ან ტრაქეიტის დროს პირშუშხას ფესვის გამოყენების მარტივი ხალხური რეცეპტი არის 1 სუფრის კოვზ გახეხილ პირშუშხას დამატებული 3 სუფრის კოვზი თაფლი.

სამკურნალო მიზნით, ეს საშუალება გამოიყენება 1 ჩ/კ 5-ჯერ დღეში. წამალი უნდა მიიღოთ ნელა, სანამ დაიშლება.

პირშუშხას ბუნებრივი ანტიბიოტიკი ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ცისტიტის სამკურნალოდ.

პირშუშხას კომპრესები ეფექტურია რადიკულიტის, პოდაგრის, რევმატიზმის, კანის სოკოვანი დაავადებების და წყლულოვანი ჭრილობების სამკურნალოდ.

კოსმეტოლოგიაში პირშუშხას ნაყენი უხსოვარი დროიდან გამოიყენება კანზე ჭორფლის, ლაქებისა და ნამზეურის გასაუფერულებლად.

სტენოკარდიისა და ანემიის მკურნალობა

ამისთვის ახალი პირშუშხა (1 ჩ/კ) აიღეთ და თაფლი დაუმატეთ ისე, რომ პირშუშხას და თაფლის მთლიანი რაოდენობა 1 ს/კ-ს არ აღემატებოდეს.

ეს ნარევი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე უნდა მიიღოთ. მკურნალობის კურსი – მაქსიმუმ 30 დღე. უსიამოვნო შეგრძნების დროს პირშუშხას დოზა შეამცირეთ, შემდეგ ნელ-ნელა 1 ჩ/კ-მდე დაიყვანეთ.

ათეროსკლეროზის მკურნალობა

რეკომენდებულია პირშუშხას ნაყენის გამოყენება: 100 გრ გახეხილ ფესვებს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და დაბალ ცეცხლზე 20 წუთით თავდახურული ხარშეთ. გააგრილეთ და გადაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ.

ახალი გახეხილი ფესვებისა (1 ს/კ ) და არაჟნის (1 ჭიქა) ნარევს მსგავსი მოქმედება აქვს. საშუალება თავდახურულ ჭურჭელში მაცივარში კარგად ინახება. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე მიიღეთ. ამ სამკურნალო საშუალების გემო არც ისეთი მწარეა, როგორც წინა რეცეპტის შემთხვევაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადება

ახალი პირშუშხა გახეხეთ, 1 ჩ/კ მიღებული ფაფა იმდენ თაფლს აურიეთ, რომ თაფლის და ფაფის რაოდენობა 1 ს/კოვზს არ აჭარბებდეს. ეს ნარევი უზმოზე, ჭამამდე 1 საათით ადრე შეჭამეთ.

ეს უძველესი რეცეპტი ახლაც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პირშუშხას გამოყენება ზედიზედ 30 დღეზე მეტხანს არ შეიძლება.

პირშუშხას მიღება რეკომენდებული არაა ამ დაავადებების მწვავე და რთული ფორმების დროს, განსაკუთრებით თირკმლების დაავადების დროს.

Facebook კომენტარები