ბრინჯი მსოფლიოს ქვეყნების სამზარეულოებში საკმაოდ პოპულარული პროდუქტია და მას სხვადასხვანაირად ამზადებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ გასწავლით ბრინჯის ისეთი ხერხით მომზადებას, რომ ორგანიზმში კალორიები დაწვას და შედეგად გახდეთ.
აი, როგორ უნდა მოამზადოთ:
აადუღეთ წყალი და ბრინჯის ჩაყრამდე, მისი წონის 3 %-ის რაოდენობის ქოქოსის ზეთი ჩაასხით წყალში. მხოლოდ ამის შემდეგ ჩაყარეთ ბრინჯი და მოხარშეთ. მომზადებული ბრინჯი 12 საათის განმავლობაში მაცივარში შეინახეთ.
აღნიშნული პროცესის შემდეგ პროდუქტი ისე იცვლება, რომ ორგანიზმში იწყებს კალორიების დაწვას.
ამ აღმოჩენის შემდეგ მკვლევარებმა ახალ თავსატეხზე დაიწყეს ფიქრი, შესაძლებელია თუ არა პურს იგივე ფუნქცია შესძინონ და წონაში მომატების ნაცვლად მისი საშუალებით გახდომა გახდეს შესაძლებელი.