გადაუდებელი დახმარება კუჭის წყლულის დროს! ყველაზე ეფექტური რეცეპტი!

1157

გადაუდებელი დახმარება კუჭის წყლულის დროს! ყველაზე ეფექტური რეცეპტი!

კუჭის წყლულის სამკურნალოდ მე სრულიად განსხვავებული რეცეპტი მაქვს, რომელიც საკუთარ თავზე გამოვცადე. 21 დღე ვსვამდი კოთხუჯის ნაყენს, შემდეგ გავიკეთე ენდოსკოპია განმეორებით და წყლული აღარ აღმომაჩნდა. ექიმები გაოცდნენ. ეს იყო 2004 წელს. მას შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. თუმცა ვცდილობ, დიეტური საკვებით ვიკვებო.

ახლა კი რეცეპტს შემოგთავაზებთ:

  • 100 გ კოთხუჯის ფესვებს
  • დაასხით 500 გ არაყი ან 40%-იანი სპირტი,
  • დადგით 2 კვირა,
  • გაწურეთ ორმაგ დოლბანდში
  • და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.
  • მიიღეთ 15-20 წვეთი 2-3-ჯერ დღეში,
  • ჭამამდე 40 წუთით ადრე.

აჯობებს თუ უწყლოდ დალევთ. ნაყენს იყენებენ დაბალი მჟავიანობით მიმდინარე ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ფაღარათის დროს. იგი შედეგიანია ქოლეცისტიტის, ღვიძლის ანთების და თირკმელში კენჭის დროსაც. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, უხდება გულის აჩქარებას.

ექიმის კომენტარი:

კოთხუჯი მრავალწლიანი მცენარეა. მისთვის დამახასიათებელია სქელი, ჰორიზონტალურად მდებარე ფესურა, რომელიც გარეგნულად რუხი ან მომწვანო, შიგნიდან კი თეთრი ფერისაა. ფესურას ქვევით ბევრი წვრილი ფესვი აქვს. ფესურის ზემოთ იზრდება სამწახნაგოვანი ღერო, რომელსაც აქვს ერთადერთი ფოთოლი და ცილინდრული, ტაროს ფორმის ყვავილედი.

მცირე ზომის ყვავილები მომწვანმოყვითალო ფერისაა. კოთხუჯი (კოთხოჯი, ეგირი, ჯარკვატანა) გვხვდება დასავლეთ საქართველოს  ჭაობიან ადგილებში. კოთხუჯის ფესვები შეიცავს შემომგარსველ ნივთიერებებს, C ვიტამინს, გლიკოზიდებს, სხვა ბიოაქტიურ ნივთიერებებს.

ამის გამო მრავალმხრივი სამედიცინო ეფექტი გააჩნია, აუმჯობესებს მადას, საჭმლის მონელებას, ზრდის კუჭის სეკრეციას, თუმცა ამავე დროს მოქმედებს, როგორც ანტაციდი (კუჭის სიმჟავის გამანეიტრალებელი).

გარდა ამისა, კოთხუჯის ნაყენი ხსნის სპაზმებს, აფერხებს ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლებას, აცხრობს ანთებას, არის ნაღველმდენი და შარდმდენი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აქვს მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ხალხურ მედიცინაში კოთხუჯის ნაყენს იყენებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებათა (გასტრიტების, წყლულების, ფაღარათის, ჰეპატიტის, ქოლეცისტიტის), აგრეთვე, შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. გამოიყენება კოთხუჯის სპირტიანი და წყლიანი ნაყენი. სპირტიანი ნაყენის მომზადების წესს მკითხველი გვაწვდის.

წყლიანი ნაყენის მოსამზადებლად კი:

  • 2 ს/კ კოთხუჯის ფესვებს ასხამენ
  • 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალს,
  • დგამენ წყლის ორთქლზე 15 წთ,
  • შემდეგ გადაწურავენ და
  • სვამენ 1/4 ჩ/ჭიქას 3-ჯერ დღეში,
  • ჭამამდე 30 წუ- თით ადრე.

კუჭის წყლულს მგონი, სამუდამოდ დავაღწიე თავი. უწინ ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მიმწვავდებოდა სენი. ყოველთვის დამნაშავე თავადვე ვიყავი ბოლომდე არ მიმყავდა დანიშნული მკურნალობა ან კვების რეჟიმს ვარღვევდი. საკუთარი ჯანმრთელობა მხოლოდ მას შემდეგ მახსენდებოდა, ტკივილი რომ შემომიტევდა.

Facebook კომენტარები